„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო აქტორების ნაწილის კრიტიკული განცხადებების შეფასებისას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარში გაიხსენა.
„არა თუ ცალკეული პოლიტიკოსები, მთელი ევროკავშირი, მთლიანად, 27 ქვეყანა მოიქცა წინდაუხედავად, როდესაც დე მარში გამოუცხადეს საქართველოს მიხეილ სააკაშვილის გამო. ჩვენ წინ ვერ გავიხედებით, არ ვიცით, დღეს რასაც ვაფასებთ წინდაუხედავად, რამდენად არის თუ არა წინდაუხედავი. წინ გახედვა გახედვა რთულია, მაგრამ ხომ შეგვიძლია, უკან გავიხედოთ, ხომ ნახავთ, რომ მთლიანად ევროკავშირი მოიქცა ნაჩქარევად, წინდაუხედავად, როდესაც რეალური საფუძვლის გარეშე დე მარში გამოუცხადა საქართველოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე კვირაში ამხილა სტრასბურგის სასამართლომ, რომ ასეთი საფუძველი ამ დემარშს არ ჰქონია”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |