უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 31 ოქტომბერი 2024, 11:54

უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზე გადის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულში მეექვსე ადგილზეა, სადაც ბოლო თორმეტი წლის მანძილზე 2024 წლისთვის ყველაზე მეტი პუნქტით მცირდება უმუშევრობა.

ფონდის შეფასებით, 12 წლის განმავლობაში, ანუ 2012 წელთან შედარებით უმუშევრობა საქართველოში 12,2 პროცენტული პუნქტით მცირდება და 2024 წელს უმუშევრობის დონე 14,5%-ს გაუტოლდება. სავალუტო ფონდის შეფასებით, ჩვენს საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 2010, 2011 და 2012 წლებში, დაახლოებით 27%-ის დონეზე.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, ამ საუკუნეში 2012 წლამდე პერიოდში უმუშევრობის დონე მსოფლიოში ყველაზე მეტად საქართველოში გაიზარდა. უმუშევრობის მატებამ იმ 12-წლიან პერიოდში 16 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ქუინსი ინსტიტუტი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია, სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და საქართველოში არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, ბაიდენის შეფასება აბსურდულია
„პოლიტიკო“ - აშშ-ში პოლიციის უფროსები და შერიფები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ძალადობის, უბნებზე არეულობისა და ამომრჩეველთა დაშინების შესაძლო საფრთხეებისთვის ემზადებიან
ორბანი საქართველოს არჩევნებზე: თუ ლიბერალები იგებენ, არჩევნები დემოკრატიულადაა ჩატარებული, ხოლო თუ აგებენ, დემოკრატია დასრულებულია
შალვა პაპუაშვილი: წინ გახედვა რთულია, მაგრამ შეგვიძლია, უკან გავიხედოთ. ნახავთ, რომ მთლიანად ევროკავშირი მოიქცა წინდაუხედავად, როცა საფუძვლის გარეშე დემარში გამოუცხადა საქართველოს სააკაშვილთან დაკავშირებით
შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის მეთოდოლოგიასა და ტერმინოლოგიაში არ გამოიყენება „თავისუფალი“ და „სამართლიანი“. ნიკა სამხარაძე თავად იყო ეუთოს მისიის ხელმძღვანელი მაკედონიაში და ზუსტად იცის რა არის ტერმინოლოგია, ამიტომ ეს არის ტყუილი შალვა პაპუაშვილი შალვა
არქივი