გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ზურაბიშვილი და ოპოზიცია არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, იმიტომ რომ მტკიცებულებები არ გააჩნიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 31 ოქტომბერი 2024, 09:41

ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს მტკიცებულებების არარსებობის გამო აცხადებენ.

„ზურაბიშვილის გეგმა ჩავარდა, იმიტომ რომ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჟოზეფ ბორელმა, მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყველა ეს დარღვევა გამოძიებული ყოფილიყო, აგერ, იხილეთ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება. სამწუხაროდ, ზურაბიშვილი და ოპოზიცია არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, იმიტომ რომ მტკიცებულებები არ გააჩნიათ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამუნა შიოლაშვილი: ჩათის სქრინებს ვდებ იმიტომ რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს. აქ ჩანს რეალურად ის პროცესი რაზეც ვისაუბრე, სადაც დირექტივებია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება დავალებების მიცემა
უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა
პრეზიდენტი პროკურატურაში დღესაა დაბარებული
შსს-მ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, თავმჯნ ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა
უნგრეთმა შვედეთის ელჩი, საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის განცხადებების მიმართ ბუდაპეშტის კრიტიკის გამო, საგარეო უწყებაში დაიბარა
არქივი