ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილმა მილერის ბრძანება მიიღო, რომ მტკიცებულები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებას გაუზიაროს. როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მგონი იცის, რომ უფროსების ბრძანებას შესრულება უნდა, თან უყოყმანოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 31 ოქტომბერი 2024, 09:39

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერის სალომე ზურაბიშვილისთვის მოწოდებას ეხმიანება, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული მტკიცებულებები გაუზიაროს. როგორც ნიკოლეიშვილი წერს, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მგონი იცის, რომ უფროსების ბრძანებას შესრულება უნდა.

„სალომე ზურაბიშვილმა ამერიკიდან მეთიუ მილერის ბრძანება მიიღო, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებას გაუზიაროსო. ანუ ადექი, ჩაიცვი და საქართველოს პროკურატურაში მიბრძანდი ჩვენების მისაცემადო. ოპოზიცია კი იძახოდეს არ უნდა მივიდესო, ჩვენი დედინაცვალი სალომეო, თან მაგის ლაპარაკი რომ ვიცით, თან არაფერი ფაქტები, რომ არ გვაქვს დავიღუპებითო, მაგრამ უკაცრავად ეს მეთიუ მილერის ბრძანებაა. არც ის გამოვა საპარლამენტო მდივანი რომ გყავს ბატონი „იმიტომ“ გაგზავნო, ან ვინმე ადვოკატი, სალომეო, დიახ, დიახ სალომე ზურაბიშვილიო-მეთიუმ. ეს ჩვენი არ გვაღელვებს ბატონი მეთიუ მილერის ნათქვამები, თორემ ზურაბიშვილს ხომ არ დაავიწყდა ან მისი უფროსი ვინ არის, ან თავი მართლა ვინმე ხომ არ ჰგონია, ან მისი შვილები სად და ვისთან მუშაობენ?! ასე, რომ როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მგონი იცის, რომ უფროსების ბრძანებას შესრულება უნდა, თან უყოყმანოდ, თორემ უფროსებმა გაბრაზებაც იციან!

p.s. ისე მაინც ვერ ვისვენებ და ისევ რჩევას ვაძლევ ქალბატონს: არ წახვიდე პროკურატურაში, ხომ იცი არანაირი სერიოზული მტკიცებულება არ გაქვს და ძალიან გაბანძდები, ამიტომ არ ჯობია, იქეთ უცხოელ უფროსებს მიაფურთხო, როდემდე უნდა გათამაშონ თოჯინასავით, აქეთ კი ამ ოპოზიციას ბოლოსდაბოლოს გაიხსენე რას არ გეძახოდნენ, როგორ გაგინებდნენ და გლანძღავდნენ... ორი თვის დედაც ვატირე, ადექი და გადადექი, გადადექი, დამიჯერე ეს მართლა ყველაზე კარგი გამოსავალია!” - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამუნა შიოლაშვილი: ჩათის სქრინებს ვდებ იმიტომ რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს. აქ ჩანს რეალურად ის პროცესი რაზეც ვისაუბრე, სადაც დირექტივებია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება დავალებების მიცემა
უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა
პრეზიდენტი პროკურატურაში დღესაა დაბარებული
შსს-მ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, თავმჯნ ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა
უნგრეთმა შვედეთის ელჩი, საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის განცხადებების მიმართ ბუდაპეშტის კრიტიკის გამო, საგარეო უწყებაში დაიბარა
არქივი