რატი ბრეგაძე: პრეზიდენტი ყოველი მოქალაქისთვის უნდა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ებრძოლო დანაშაულს და როგორ უნდა ითანამშრომლო ამისთვის გამოძიებასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 31 ოქტომბერი 2024, 09:37

ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პრეზიდენტის უარს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

„პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად არის სახელმწიფოს მეთაური, ვფიქრობ, ყოველი მოქალაქისთვის უნდა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ებრძოლო დანაშაულს და როგორ უნდა ითანამშრომლო ამისთვის გამოძიებასთან“, - აღნიშნავს მინისტრი.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამუნა შიოლაშვილი: ჩათის სქრინებს ვდებ იმიტომ რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს. აქ ჩანს რეალურად ის პროცესი რაზეც ვისაუბრე, სადაც დირექტივებია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება დავალებების მიცემა
უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა
პრეზიდენტი პროკურატურაში დღესაა დაბარებული
შსს-მ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, თავმჯნ ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა
უნგრეთმა შვედეთის ელჩი, საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის განცხადებების მიმართ ბუდაპეშტის კრიტიკის გამო, საგარეო უწყებაში დაიბარა
არქივი