ზურაბ ქადაგიძე ბორელის განცხადებაზე: ანუ, ორ კანონს თუ გავაუქმებთ, არჩევნები სამართლიანი და ლეგიტიმური გახდება?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 30 ოქტომბერი 2024, 22:28

ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას: „გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ქადაგიძის თქმით, ამ განცხადებით ჩანს, რომ პრობლემა არა არჩევნებში, არამედ იმაშია, რომ კონკრეტულ ძალებს უცხოური გავლენის შესახებ კანონი და კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ არ მოსწონთ.

„ძალიან მარტივად - ანუ, ეგ ორი კანონი რომ არ იყოს, მაშინ არჩევნებს აღიარებდა ევროკავშირი, ანუ, სამართლიანი და ლეგიტიმური გახდებოდა ის უსამართლო, მოსყიდული და ბუნდოვანებით მოცული საარჩევნო გარემო, რასაც თუთიყუშებივით ამეორებინებთ თქვენ ქართველ ხელქვეითებს?!
რა ვიცი, მეტად როგორ უნდა დაგასაქმონ თავზე პატრონებმა?!
მეგონა, მთელი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლაზე და უსამართლო არჩევნებზე იბრძოდით, აპროტესტებდით და თურმე, ისე დაგახურდავებენ თქვენივე პატრონები საკუთარ ინტერესებზე, რომ ხვალვე წაგაღებინებენ უკან პროტესტს, თუკი გააუქმებს „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონს.
თუმცა, რა გასაკვირია - აგენტს რა დავალებასაც მისცემენ, იმას იზამს და რომელი ხართ ოპოზიციიდან წინააღმდეგობის გამწევი?!“ - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი