საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 30 ოქტომბერი 2024, 21:44

საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა განვმარტოთ საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები.

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს. ამდენად აშკარაა, ტექნიკურ-ლოგისტიკური საკითხიც კი მანიპულაციურად არის წარმოჩენილი და საარჩევნო პროცესის დაზიანებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება უშუალოდ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამზადებულ ბიულეტენებს - საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკისგან“ ჰქონდა რეკომენდაცია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის შეეძინა ოფსეტური, 162 გრამიანი (+-20%) ქაღალდი.
აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც.
ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო.

ხელშეკრულება იხილეთ ბმულზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილზე: არჩევნების საღამოს დაგმო მასობრივი გაყალბება, ახლა კი არ იცის რა თქვას, როცა მართლმსაჯულება მისი განცხადებების მტკიცებულებას ითხოვს
გიორგი კალანდარიშვილი ხმების დუბლირებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის და რადიკალების ბრალდებებზე: ამერიკულმა კომპანიამ დაადგინა, რომ პირის დუბლირება და ორჯერ მისი მოხვედრა ამრჩეველთა ერთიან სიაში შეუძლებელია
ცესკო - საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს, 334 საარჩევნო უბანზე მონაცემი უცვლელი დარჩა, ხოლო 32 უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა
გიორგი შარაბიძე - ვერ შევყვებით შეთქმულების თეორიებს - ჩარჩო კონვერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი არ არსებობდა
შალვა პაპუაშვილი: დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები უნდა შეაფასოს სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი“, რისი თქმაც უნდოდა, თქვა გასაგებად, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება
არქივი