ზურაბ ქადაგიძე ზურაბიშვილს: ქალბატონო სალომე, გაამზადეთ დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, როგორ, სად და ვინ მისცა ხმა 7-ჯერ, 10-ჯერ და 17-ჯერ ერთი და იმავე პირადობის მოწმობით?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 30 ოქტომბერი 2024, 14:46

ჯერ ბატონმა ბორელმა გვთხოვა, გამოიძიეთ ყველა შესაძლო დარღვევაო და დღეს უკვე, ამერიკის პრეზიდენტმა განგვიმარტა, გამოძიების აუცილებლობა. ჰო და, ცესკომაც მიმართა პროკურატურას, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პროკურატურის მიერ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიების დაწყებას და გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილის დაბარებას.

ქადაგიძე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, გამოძიებას მიაწოდოს დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც მის ბრალდებებს დაადასტურებს.

„ჯერ ბატონმა ბორელმა გვთხოვა, გამოიძიეთ ყველა შესაძლო დარღვევაო და დღეს უკვე, ამერიკის პრეზიდენტმა განგვიმარტა, გამოძიების აუცილებლობა.

ჰო და, ცესკომაც მიმართა პროკურატურას, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

ჰო და აბა, ქალბატონო სალომე, გაამზადეთ დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, როგორ, სად და ვინ მისცა ხმა 7-ჯერ, 10-ჯერ და 17-ჯერ ერთი და იმავე პირადობის მოწმობით?!

საკუთარი ხელით, ხომ ჩაწექი ნაგავში და ახლა შეირგე დამსახურებული ულუფა!“, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე ბორელის განცხადებაზე: ანუ, ორ კანონს თუ გავაუქმებთ, არჩევნები სამართლიანი და ლეგიტიმური გახდება?!
შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. „ქართული ოცნების" 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს
მიხეილ სააკაშვილი: პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა
ზურაბ ქადაგიძე: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურაში კი არ ამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს, პირიქით, ვინც სააკაშვილს არჩევნების გაყალბებას აბრალებდა, ჯერ აკავებდნენ, მერე ძვლებში ამტვრევდნენ წამებით, კობა დავითაშვილის ამბავიც ჰყოფნის მაგალითად, ჩემი თუ არ გჯერათ, პროკურორ გვარამიას ჰკითხეთ
„არ წყდება ცესკოს თანამშრომელთა ბულინგი და დაშინება, რა გინდათ, დავსაჯოთ, რადგან არჩევნები სრულყოფილად ჩაატარეს?“ - დავით ჩიხელიძე
არქივი