გიორგი კალანდარიშვილი: დღეს 73-ვე საარჩევნო ოლქში 5-5 საარჩევნო უბნის გადათვლები განხორციელდება. თუ რომელიმე უბანზე შედეგებთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, დაესწრონ, ნახონ, რამდენად სწორად არის პროცესი განხოციელებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 29 ოქტომბერი 2024, 15:23

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების ხელახალი გადათვლის პროცედურას ასრულებს. 72 ოლქიდან შემთხვევითობის პრინციპით 5-5 უბანი შეირჩა. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ყველა უფლებამოსილ პირს საშუალება აქვს აღნიშნულ პროცესს დაესწრო. დღესვე გიორგი კალანდარიშვილმა კომენტარი გააკეთა იმ სპეკულაციებთან დაკავშირებით, რაც ელექტრონულ ტექნოლოგიებს უკავშირდება.

„ტექნოლოგიებთან მიმართებაში ორიოდე დღის წინ დასრულდა პირველი-მეორე ფაზის შესაბამისობის აუდიტი, რომელიც ჩაატარა ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც გახლავთ ორიდან ის ერთი აკრედიტებული, რომელსაც გააჩნია როგორც შესაბამისობის აუდიტირება, ასევე შესაბამისი ლიცენზიების მინიჭება ვენდორი კომპანიებისთვის. მათ მიერ ჩატარებულმა აუდიტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამომრჩეველთა სიებში პირის დუბლირება არის შეუძლებელი. ცესკოს სერვერებზე არსებულ ინფორმაციასთან სრულ თანხვედრაშია აპარატში ჩაწერილი ინფორმაცია.

დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 73-ვე საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბნის - ე.წ. რენდომ პრინციპით გამოვლენილი უბნის გადათვლები განხორციელდება, რაც არის დამატებითი შესაძლებლობა იმისა, რომ თუკი
სადმე, რომელიმე უბანზე შედეგებთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, კიდევ ერთხელ დაესწრონ, ნახონ და თავად დარწმუნდნენ, რამდენად სწორად თუ ხარვეზიანად არის პროცესი განხორციელებული“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი