მამუკა მდინარაძე: ახალი მავნებლობა გამოაგდეს სოცქსელებში - საქსტატის მონაცემებით კონკრეტულ დასახლებებში უფრო ნაკლები ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ხმების რაოდენობააო. უმდაბიოესი და უმარტივესი ფეიკი და მანიპულაციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 28 ოქტომბერი 2024, 18:11

ორი დღის თავგანწირული ძებნის შემდეგ ახალი მავნებლობა გამოაგდეს სოცქსელებში: საქსტატის მონაცემებით კონკრეტულ დასახლებებში უფრო ნაკლები ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ხმების რაოდენობააო, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძე.

„ორი დღის თავგანწირული ძებნის შემდეგ ახალი მავნებლობა გამოაგდეს სოცქსელებში: საქსტატის მონაცემებით კონკრეტულ დასახლებებში უფრო ნაკლები ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ხმების რაოდენობააო.
უმდაბიოესი და უმარტივესი ფეიკი და მანიპულაციაა, რადგან საქსტატი ითვლის ადგილზე ფაქტობრივად მცხოვრებ და არა იქ რეგისტრირებულ, სხვაგან მცხოვრებ მოქალაქეებს ან ემიგრანტებს!
და “ევროპული საცობები” რომ იყო ქალაქის გასასვლელში, ზოგი ფეიკფოტოებზე აღბეჭდილი და ზოგიც ნამდვილი, მანდ რა ხდებოდა?
თუ სანამ თავისი ხალხი ეგონათ, მხოლოდ მანამდე იყო მაღალი აქტივობა და ჩაწერის ადგილებზე დაბრუნებული ხალხი კარგი?
და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია:
ეს ადამიანები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რატომ წვალობენ ამდენს? ერთადერთი მიზეზით, - ნაცმოძრაობა რომ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში! ამას დარდობენ და აპროტესტებენ, ამაზე შფოთავენ!
წინასწარ განწირულ აქციებს კი ერთი ძალიან კარგი მხარე ექნება: თუ აქციებში მონაწილეები სხვა დროს ამბობდნენ, რომ ნაცების აქციებზე კი არ დადიოდნენ, არამედ ხან “რუსულ კანონს”, ხან “ჩელიაბინსკში გაღვიძების საშიშროებას” აპროტესტებდნენ და ხან “პუტინს ებრძოდნენ” შუა რუსთაველზე, ახლა ვეღარ იტყვიან, ნაცების აქციაზე რა მიმიყვანსო…“, - წერს მამუკა მდინარაძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
არქივი