ნათია მეზვრიშვილი - ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით - სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას, მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 27 ოქტომბერი 2024, 23:53

სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებაში.

როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება შეიტყობს თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით.

“ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი:

ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ივანიშვილმა ჩვენს არჩევანზე იძალადა. ახლა დაკავებული ვართ იმით, რომ ყველანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმის გამოყენებით, ყველა დონეზე, ამის აღიარებას მივაღწიოთ. თვეები მოვანდომეთ მტკიცებულებების მოგროვებას. ახლაც ამას ვაკეთებთ. დამკვირვებლებს ჯერ საბოლოო შეფასებები არ გამოუქვეყნებიათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეფასებები იყოს კიდევ უფრო მძიმე.

ამაში ვდებთ ახლა მთელ ჩვენ ენერგიას. ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ დეტალს გაგიზიარებთ.

არასოდეს გვახასიათებდა არათანმიმდევრულობა. ნაადრევად არც ოპოზიციის გამარჯვება გვიზეიმია. მესმის, ემოციური ფონია (და არჩევნების გაყალბების გათვალისწინებით, სავსებით სამართლიანად), მაგრამ ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით.

სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები“,- წერს მეზვრიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, დაახლოებით 40-45-დღიანი ბრძოლა მოგვიწევს, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ, ამ გამარჯვების გატანებას არ ვაპირებთ
ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია
ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი: ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. მან უნდა შესთავაზოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უზრუნველყოფს
ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს
დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მადლობა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც ნდობა გამოგვიცხადა
არქივი