გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, დაახლოებით 40-45-დღიანი ბრძოლა მოგვიწევს, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ, ამ გამარჯვების გატანებას არ ვაპირებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 27 ოქტომბერი 2024, 23:46

გამარჯვების გატანებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, გამორიცხულია მანდატების რეალიზება, სია, მანდატები, არ არსებობს ჩვენთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

„სრული კონსენსუსია, რომ ამ არჩევნების შედეგებს არავინ აღიარებს. ეს არის არა უბრალოდ გაყალბებული არჩევნები, ეს არის ტოტალურად გადაწერილი, რუსული სპეცოპერაცით შექმნილი შედეგები, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია ჩვენი, ყველას განწყობას. მივესალმებით პრეზიდენტის ამ სიტყვას. ხვალ, 19:00 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე. ვფიქრობ, დაახლოებით 40-45-დღიანი ბრძოლა მოგვიწევს, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში და არა მათ, ვინც ამ ყალბი შედეგებით ამბობს, რომ გაიმარჯვეს. ამ გამარჯვების გატანებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. გამორიცხულია ამ მანდატების რეალიზება. ჩვენ ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება. სია, მანდატები, არ არსებობს ჩვენთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძეს ასევე კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ბრიფინგზე, რომელსაც სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არ იმყოფებოდნენ გიორგი გახარიას პარტიის წევრები, რაზეც ვაშაძემ აღნიშნა, რომ გახარიას გუნდის წევრები ბრიფინგამდე გამართულ შეხვედრაზე იყვნენ და, მისი ინფორმაციით, ისინიც იზიარებენ საერთო პოზიციას.

„შეხვედრააზე იყვნენ. ვიცი, რომ ისინიც იზიარებენ ამ პოზიციას“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია მეზვრიშვილი - ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით - სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას, მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები
ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია
ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი: ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. მან უნდა შესთავაზოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უზრუნველყოფს
ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს
დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მადლობა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც ნდობა გამოგვიცხადა
არქივი