ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი: ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. მან უნდა შესთავაზოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უზრუნველყოფს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 27 ოქტომბერი 2024, 22:51

ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. ამავე დროს მან უნდა შესთავაზოს საქართველოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, - განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში საერთაშორისო დამკვირვებელმა, ესპანეთის სენატის წევრმა, სენატორმა ბასკური ნაციონალისტური პარტიიდან, ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, თუ როგორ გეოსტრატეგიულ ვითარებაში იმყოფება საქართველო.

„ევროკავშირი საკმაოდ მიმზიდველი პროექტია. იგი მხოლოდ და მხოლოდ 6 ქვეყნის თაოსნობით შეიქმნა. ახლა კი 27 სახელმწიფოა ევროკავშირის რიგებში და კიდევ უფრო მეტ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სურს მასში გაწევრიანება.

ევროკავშირი ნიშნავს მშვიდობას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას, ეკონომიკურ და სოციალურ დემოკრატიას. ეს ღირებულებები ევროპისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ის სახელმწიფოები, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ კონკრეტული მოთხოვნები. ამავე დროს, ევროკავშირმა თავის მხრივ უნდა გაუწიოს ამ სახელმწიფოებს დახმარება ინტეგრაციის პროცესში. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ეკონომიკურ ასოცირებას, განვითარებაში მხარდაჭერას, ადამიანის უფლებების დაცვას, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ევროკავშირმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, თუ როგორ გეოსტრატეგიულ ვითარებაში იმყოფება საქართველო. აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ევროკავშირის პასუხისმგებლობა სწორედ ამ თვალსაზრისით იკვეთება ყველაზე მკაფიოდ.

ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. ამავე დროს მან უნდა შესთავაზოს საქართველოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მსურველია ევროკავშირში გაწევრიანების. საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ის პარტია, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის გეოსტრატეგიული მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფება და საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზოს სწორი პასუხები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს საქართველოს წინაშე“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია მეზვრიშვილი - ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით - სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას, მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები
გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, დაახლოებით 40-45-დღიანი ბრძოლა მოგვიწევს, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ, ამ გამარჯვების გატანებას არ ვაპირებთ
ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია
ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს
დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მადლობა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც ნდობა გამოგვიცხადა
არქივი