დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მადლობა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც ნდობა გამოგვიცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 27 ოქტომბერი 2024, 22:40

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მადლობა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც ნდობა გამოგვიცხადა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ.

„გამომდინარე იქიდან, რომ იყო რთული პოლიტიკური პერიოდი ბოლო წლების განმავლობაში და აი, ამ სირთულეების გადალახვაში ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო რაოდენობა ადამიანების, ქართველების, ვინც მოვიდა და მყარად დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს სჭირდება განვითარება, სჭირდება მშვიდობა, წინსვლა და მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი დაპირისპირება იყო, ბევრი პოლიტიკური შეჯახება იყო, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ საქართველომ გაიმარჯვა და ვულოცავ ჩვენს სამშობლოს ამ გამარჯვებას“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია მეზვრიშვილი - ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით - სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას, მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები
გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, დაახლოებით 40-45-დღიანი ბრძოლა მოგვიწევს, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ, ამ გამარჯვების გატანებას არ ვაპირებთ
ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია
ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი: ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. მან უნდა შესთავაზოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უზრუნველყოფს
ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს
არქივი