ანა დოლიძე - პრეზიდენტთან მოსულები ვართ, რათა ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ, როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3 27 ოქტომბერი 2024, 21:08

პრეზიდენტთან მოსულები ვართ, რათა ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ თუ როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდება, რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავად გააჟღერებს.

„შეხვედრის არსი არის ის, რომ შეხვედრაზე განვიხილოთ რაღაცები. წინასწარ რა გეგმა აქვს პრეზიდენტს, ეს არ გვეცოდინება, რადგან ამისთვის ვართ აქ მოსულები. მოსულები ვართ, რომ ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ თუ როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები. პირველადი ინფორმაცია გამოვა პრეზიდენტთან ერთად, მასთან შეხვედრის შემდეგ“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩვებს საერთაშორისო დონეზე კითხვის ნიშანი უნდა დაესვას.

„საქმე გვაქვს ისეთ გაყალბებასთან, რომელიც არის დანაშაული და რომელიც უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯების მთელ პალიტრას, რითაც ამას უნდა ვებრძოლოთ. ახლაც მიმდინარეობს გასაჩივრებული დავების განხილვა, პრეზიდენტთან კოორდინაცია საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით და ყველა სხვა ნაბიჯი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ამ არჩევანს საერთაშორისო დონეზე კითხვის ნიშანი დაესვას“,- განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, „ძლიერი საქართველო“ განიხილავს თუ არა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას, დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოვლენების განვითარებაში არ „გადავხტეთ მეექვსე ნაბიჯზე, მაშინ, როდესაც პირველი და მეორე ნაბიჯი არ გვაქვს განხილული“.

„ამიტომ, დღეს უნდა იყოს დისკუსია თუ რასთან გვაქვს საქმე, რას ვაკეთებთ. ეს დისკუსია დაიწყება პრეზიდენტის თანამონაწილეობით და მისი ეგიდის ქვეშ. ამის შემდეგ ყველა ნაბიჯი განიხილება“, - განაცხადა დოლიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი: ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. მან უნდა შესთავაზოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უზრუნველყოფს
ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს
დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მადლობა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც ნდობა გამოგვიცხადა
ჩეხეთის საგარეო უწყება - ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო
რადოსლავ სიკორსკი - ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს
არქივი