ალეკო ელისაშვილი - კოალიციაში არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 27 ოქტომბერი 2024, 20:34
კოალიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა აპირებს მოქმედებას და არა წუწუნს და ხელების ჩამოყრას.

„კოალიცია ძლიერი საქართველოს“ პოზიცია იცით ყველამ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც არჩევნები დაარქვეს. პრეზიდენტთან მოვედით, რომ აზრები გავცვალოთ და სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ იმიტომ, რომ ახლა გვჭირდება მოქმედება. არავინ არ ვაპირებთ წუწუნს, ხელების და ყურების ჩამოყრას, ვაპირებთ მოქმედებას. დღეს რა უნდა გავაკეთოთ, ხვალ რა უნდა გავაკეთოთ, ზეგ რა უნდა გავაკეთოთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და გამოვგლიჯოთ რუსეთს ხელიდან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი: ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. მან უნდა შესთავაზოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უზრუნველყოფს
ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს
დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მადლობა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც ნდობა გამოგვიცხადა
ჩეხეთის საგარეო უწყება - ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო
რადოსლავ სიკორსკი - ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს
არქივი