მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მოწოდებით გავაუქმეთ შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა დააფინანსონ პარტიები. არ უნდათ? კიდევ ერთხელ გაიმეორონ და დიდი სიამოვნებით დავაბრუნებთ ამ ნორმას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 27 ოქტომბერი 2024, 20:31

ოპოზიციის მოწოდებით გავაუქმეთ შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა დააფინანსონ პარტიები. არ უნდათ? კიდევ ერთხელ გაიმეორონ და დიდი სიამოვნებით დავაბრუნებთ ამ ნორმას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„იურიდიულ პირებს მიეცით შემოწირულობების გაკეთების საშუალებაო. თქვენ იცით, რომ ბოლო ცვლილებით, მარტო ფიზიკურ პირებს აქვთ შემოწირულობების გაკეთების საშუალება. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით, ყველა იმ ბიზნესმენს, ყველა იმ ადამიანს, ვინც შემოწირულობა გააკეთა, უღრმესი მადლობა მინდა ასევე გადავუხადო, იმიტომ, რომ ჩვენი რესურსი მართლაც იყო კარგი და საიმისოდ აბსოლუტურად საკმარისი, რომ ჩვენ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია გვეწარმოებინა. ამიტომ დიდი მადლობა ყველა შემომწირველს და ასევე დიდი მადლობა არჩევნებში ჩართულ ყველა ადამიანს, ვინც ორგანიზებას უწევდა ჩვენი ასეთი შთამბეჭდავი კამპანიის წარმოებას, თითოეულ მოქალაქეს, ვინც არჩევნებში იყო ჩართული.

ახლა რაც შეეხება თვითონ შემოწირულობებს - ასევე მათი მოწოდებით გავაუქმეთ შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა დააფინანსონ პარტიები. არ უნდათ? კიდევ ერთხელ გაიმეორონ და დიდი სიამოვნებით დავაბრუნებთ ამ ნორმას. ანუ, ჩვენ ჩვენი ტოტი მოვიჭერით და ახლა შენიშვნის სახით გვეუბნებიან IRI-ის და NDI-ის წარმომადგენლები, არ ჰქონდათ საშუალება კომპანიის წარმომადგენლებს, რომ დაეფინანსებინათ პარტიებიო. კიდევ ერთხელ გაიმეორონ და ერთ-ერთი პირველივე ცვლილება ეს იქნება და მივცემთ კომპანიებს საშუალებას, რომ დააფინასონ პარტიები. არადა მათი მოთხოვნით იყო და ამას გაჰკიოდნენ ჩვენი ოპონენტები, რომ არ შეიძლება კომპანიები აფინანსებდნენ, ამით მეტი რესურსი ეძლევა მმართველ პარტიასო. ასეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ძალა ეყოთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, რომ არ დაქვემდებარებოდნენ მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლას და საბოლოო ჯამში მათ თქვეს, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი: ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. მან უნდა შესთავაზოს ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უზრუნველყოფს
ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს
დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მადლობა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც ნდობა გამოგვიცხადა
ჩეხეთის საგარეო უწყება - ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო
რადოსლავ სიკორსკი - ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს
არქივი