25
27 ოქტომბერი 2024, 20:02
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს.
როგორც სააკაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების.
“რა თქმა უნდა, არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში! ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს.
ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ შეეგუება უსამართლობას. დრო ძალიან ცოტაა!“,- წერია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც „ფესიბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |