მამუკა მდინარაძე: პრაქტიკულად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ ჰყავს. საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი, რომელიც არის აგენტურული პარტიების მთავარი კოორდინატორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 27 ოქტომბერი 2024, 19:11

პრაქტიკულად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ ჰყავს. საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი, რომელიც არის მთავარი კოორდინატორი აგენტურული პარტიების, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ

„ვინც გახარიას მისცა ხმა, იმ ხალხს მივმართავ ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე. ამ პარტიას, ოთხეულში, არჩევნებამდე დღეებით ადრე, ასახელებდა სალომე ზურაბიშვილი. მაინც ვერ დაიჯერეთ, რომ ეს კაცი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ნაწილი იყო. გააკეთა ის, რომ ის ცდომილება, რაც წინასწარ მონაცემებსა და საბოლოო შედეგში იყო, ძირითადად გახარიას ხარჯზეა. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოთხივე პარტიის ლიდერები არიან აგენტურული კოალიციის წარმომადგენლები, რომელთა კოორდინატორად დანიშნულია სალომე ზურაბიშვილი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანა დოლიძე - პრეზიდენტთან მოსულები ვართ, რათა ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ, როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები
შარლ მიშელი - ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში
გიორგი ვაშაძე - არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს - საბოლოო კონსულტაციებს გავივლით, გვჭირდება პროტესტი
ალეკო ელისაშვილი - კოალიციაში არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მოწოდებით გავაუქმეთ შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა დააფინანსონ პარტიები. არ უნდათ? კიდევ ერთხელ გაიმეორონ და დიდი სიამოვნებით დავაბრუნებთ ამ ნორმას
არქივი