მამუკა მდინარაძე: 2012 წლის შემდეგ არავის აღარავის ეშინია, მანამდე კი ბატონო, ტერორში ჰყავდათ, ვინ საჯარო მოხელე გაბედავდა საწინააღმდეგოს თქმას. დღეს საჯარო მოხელე ჩაეწერა ერთ-ერთი პარტიის პირველ ნომრად, რა შიშზე ვლაპარაკობთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 27 ოქტომბერი 2024, 19:04

2012 წლის შემდეგ არავის აღარავის ეშინია, მანამდე კი ბატონო, ტერორში ჰყავდათ, ვინ საჯარო მოხელე გაბედავდა საწინააღმდეგოს თქმას. დღეს საჯარო მოხელე ჩაეწერა ერთ-ერთი პარტიის პირველ ნომრად, რა შიშზე ვლაპარაკობთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ყველამ, მათ შორის, უცხოელმა დამკვირვებლებმა თავი უნდა დაანებონ საჯარო მოხელეების შეურაცხყოფას, რომ თურმე მათ აშინებენ და ამიტომ ესწრებიან „ქართული ოცნების“ ღონისძიებებს.

„ამას ამბობენ ისინი, ქართული, მგონი ბრჭყალებში, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციებზე დაყრდნობით. ისინი რას თვლიან თავის მხრივ საჯარო მოხელეების დაშინებად, ზეწოლად და ა.შ. იცით? საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ღონისძიებებსო. ანუ, რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომ თავისით კი არ მიდიან ისინი სამუშაო საათების შემდეგ „ქართული ოცნების“ ღონისძიებებზე, არამედ მამუკა მდინარაძე ურეკავს და შენ თუ არ მოხვალ ახლა აი, არ ვიცი რას გიზამთო.

ერთი რაღაც სულელური ფაქტი იყო, ჯერ ვინ ქნა, რატომ ქნა, განმარტებებიც მოვითხოვეთ, სხვათა შორის, რუსთავთან დაკავშირებით და იქ იყო, სამეგობროში პირადი წყენების ამბები. ერთი ჩანაწერი ნახეს რაღაც, თავის მეგობრებს რომ ეჩხუბებოდა ვიღაც ქალი, უყვიროდა და მეტი არ არსებობდა. რადგან ესწრებოდა, ე.ი. შეშინებული ესწრებოდა. საჯარო მოხელეზე ასეთი დასკვნის გამოტანა, რომ რადგან ესწრებოდა რაღაც ღონისძიებას, ამ ღონისძიების ორგანიზატორისგან შეშინებული იყო, თორემ ხომ არ დაესწრებოდა, ამ დასკვნის საფუძველზეა თავის მხრივ შემდეგ დასკვნები, რომ საჯარო მოხელეებზე არის ზეწოლა. ერთი ფაქტი რეალური ზეწოლის არ არსებობს ბუნებაში. ამ შეურაცხყოფას ყველამ, დამკვირვებელი იქნება ეს, ადგილობრივი თუ უცხოელი, თავი დაანებოს, რომ თურმე მათ ეშინიათ მმართველი პარტიის, ჩემი ეშინიათ თურმე და ჩვენი ლიდერების, რომ თუ არ დაესწრებიან, შემდეგ ელოდებიან უბედურებას ჩვენგან. წავიდა ეს დრო, აღარ არის, 2012 წლის შემდეგ არავის აღარავის ეშინია. მანამდე კი ბატონო, ტერორში ჰყავდათ. ვინ საჯარო მოხელე გაბედავდა საწინააღმდეგოს თქმას. დღეს საჯარო მოხელე ჩაეწერა პარტიის პირველ ნომრად. რა შიშზე ვლაპარაკობთ. ერთ-ერთი პარტიის პირველი ნომერი იყო საჯარო მოხელე, რომელიც მანამდე წლები აპროტესტებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ათასგვარ სისულელეს [მალაშხია]. აბსოლუტურად მოგონილ, სპეკულაციურ აქციებზე რომ დადიოდა ქალი, იყო მერიის თანამშრომელი და ჩვენ ახლა უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომ თურმე შეშინებულები რომ არ იყვნენ საჯარო მოხელეები არ მივიდოდნენ პარტიულ ღონისძიებებზე სამუშაო დროის შემდეგ. ამიტომ, რამდენად რეალურია, ქართული საზოგადოება განსაზღვრავს ამას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი - არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება - ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება
პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას ხვალ, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ
ანა დოლიძე - პრეზიდენტთან მოსულები ვართ, რათა ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ, როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები
შარლ მიშელი - ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში
გიორგი ვაშაძე - არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს - საბოლოო კონსულტაციებს გავივლით, გვჭირდება პროტესტი
არქივი