მამუკა მდინარაძე: ყველას ვთხოვ, ქუჩაში გამოვიდეს და მას დაუჭიროს მხარი, ვისაც ოდნავ მაინც რეალისტურად ეჩვენება, რომ 2მლნ-დან 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება. 300 ათასი კი არა 3 ხმა რომ გაგვეყალბებინა, 10 კამერა გადაიღებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 27 ოქტომბერი 2024, 18:56

მეც მოვუწოდებ ყველა ადამიანს, დაუდგეს მათ გვერდით, ვისაც კი ოდნავ შეუძლია დაჯერება იმის, რომ 2მლნ-დან 300 ათასი ხმა შეიძლება გაყალბდეს, - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„ყველას ვთხოვ, ქუჩაში გამოვიდეს, მას დაუჭიროს მხარი, ვისაც ოდნავ მაინც რეალისტურად ეჩვენება და ამას დაიჯერებს, რომ 2მლნ-დან 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება. 300 ათასი კი არა 3 ხმა რომ გაგვეყალბებინა, 10 კამერა გადაიღებდა და ჩამოიქცეოდა ყველაფერი! წინასწარ ვსაუბრობდით. ბრიფინგი ჩავატარე და ვთქვი, რა მოხდებოდა, თუ ისინი მოისყიდდნენ რომელიმე ადამიანს და გაყალბების ფეიკ კამპანიაში გარევდნენ. რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში, რამდენიმე დღით ადრე დეტალების სიზუსტით მოვუყევი საზოგადოებას. ერთადერთი ფაქტი იყო, რაღაც მტკიცებულების მაგვარი, ისიც დადგმული და ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. გამოძიება მიმდინარეობს, საარჩევნო უბანი გაუქმებულია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კერძოდ, ვრცელდება მედიასა და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს, საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანა დოლიძე - პრეზიდენტთან მოსულები ვართ, რათა ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ, როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები
შარლ მიშელი - ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში
გიორგი ვაშაძე - არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს - საბოლოო კონსულტაციებს გავივლით, გვჭირდება პროტესტი
ალეკო ელისაშვილი - კოალიციაში არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მოწოდებით გავაუქმეთ შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა დააფინანსონ პარტიები. არ უნდათ? კიდევ ერთხელ გაიმეორონ და დიდი სიამოვნებით დავაბრუნებთ ამ ნორმას
არქივი