შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კანონმდებლობაზე: ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე, ქვეყანას ვერ ჩავაყენებდით ჩიხურ მდგომარეობაში, როდესაც ვერ იქნებოდა არჩეული თავმჯდომარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 27 ოქტომბერი 2024, 17:05
ჩვენ რომ არ შეგვეცვალა ეს კანონმდებლობა, ამ არჩევნებს ვერ ჩაატარებდა არჩეული ცესკოს თავმჯდომარე. მერე უნდა გვენახა, რა იქნებოდა გამოწვევები ამ არჩევნების, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ეუთოს მისიამ იცის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.

„მათ აქვთ ტექნიკური დამოკიდებულება საკითხის მიმართ და ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც კანონმდებლობას ვიღებთ. საუბარია, მაგალითად იმაზე, რომ როგორ მოხდეს არჩევა ცესკოს თავმჯდომარის. იცით, რომ მანამდე პრეზიდენტთან იყო პრეროგატივა რეგლამენტის გათვალისწინებით, რომ წარმოედგინა კანდიდატურა, ასევე უმრავლესობასთან დაკავშირებული რეგულაციებია, ისევე როგორც, მოადგილესთან დაკავშირებული რეგულაციები.

ჩვენ რომ არ შეგვეცვალა ეს კანონმდებლობა, ამ არჩევნებს ვერ ჩაატარებდა არჩეული ცესკოს თავმჯდომარე. მერე უნდა გვენახა, რა იქნებოდა გამოწვევები ამ არჩევნების, როდესაც ბატონი სიორიძე, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ჩაატარებდა არჩევნებს და ნახეთ თქვენ, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ შედეგებს.

ასე რომ, ჩვენ გარდა იმისა, რომ ვუყურებთ ტექნიკურად სამართლებრივ რეგულაციებს, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანას ვერ ჩავაყენებდით ჩიხურ მდგომარეობაში, როდესაც ვერ იქნებოდა არჩეული თავმჯდომარე და ორი წევრი. იცით, რომ სამი წევრი იყო ასარჩევი და ჩიხში იყო შესული მთლიანად პროცესი, ვინაიდან ოპოზიცია არ თანამშრომლობდა უმრავლესობასთან, ერთი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ არჩევის ეს ბლოკირება მათ ხელს აძლევდა იმის გამო, რომ შემდეგ შეექმნათ სიტუაცია, მათი პოლიტსაბჭოს წევრი ყოფილიყო ცესკოს თავმჯდომარე და „ლელოს“ პოლიტსაბჭოს ჩაეტარებინა არჩევნები. ეს რა თქმა უნდა, უკვე აბსურდი იქნებოდა, მერე გენახათ უარყოფითი დასკვნები იმ არჩევნებთან დაკავშირებით”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მყარია როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პოზიციები.

„შეგახსენებთ, არც ერთ ქვეყანაში კოალიციური უმრავლესობით არ აირჩევა ცესკოს წევრები და ხელმძღვანელები. თავის დროზე, ეს იყო ნაწილი შეთანხმებისა, თუმცა, ამ შეთანხმებამ არ გაამართლა იმ მხრივ, რომ ოპოზიციამ თავისი წილი პასუხისმგებლობა არ აიღო, ამიტომ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ რეგულაცია შევცვალეთ. თუმცა ეს არანაირად არ არის ევროპულ სტანდარტებს მიღმა რეგულაცია, რაც ჩვენ გვაქვს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პრაქტიკულად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ ჰყავს. საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი, რომელიც არის აგენტურული პარტიების მთავარი კოორდინატორი
მამუკა მდინარაძე: 2012 წლის შემდეგ არავის აღარავის ეშინია, მანამდე კი ბატონო, ტერორში ჰყავდათ, ვინ საჯარო მოხელე გაბედავდა საწინააღმდეგოს თქმას. დღეს საჯარო მოხელე ჩაეწერა ერთ-ერთი პარტიის პირველ ნომრად, რა შიშზე ვლაპარაკობთ
მამუკა მდინარაძე: ყველას ვთხოვ, ქუჩაში გამოვიდეს და მას დაუჭიროს მხარი, ვისაც ოდნავ მაინც რეალისტურად ეჩვენება, რომ 2მლნ-დან 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება. 300 ათასი კი არა 3 ხმა რომ გაგვეყალბებინა, 10 კამერა გადაიღებდა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ამბობენ პარლამენტში არ შევალთო - ნუ შემოვლენ
მამუკა მდინარაძე: მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ ზონდერები. მათ შორის, იქ იყო ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი
არქივი