ეს არჩევნები იყო მართლაც ისტორიული იმ მხრივ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც მეოთხედ იღებს სახელისუფლებო მანდატს, გაუმჯობესებული შედეგებით იღებს ამ მანდატს და არა უბრალოდ ინარჩუნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 27 ოქტომბერი 2024, 16:58
ეს არჩევნები იყო მართლაც ისტორიული იმ მხრივ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც მეოთხედ იღებს სახელისუფლებო მანდატს, გაუმჯობესებული შედეგებით იღებს ამ მანდატს და არა უბრალოდ ინარჩუნებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ ყველგან გავიუმჯობესეთ შედეგი. ეს არჩევნები იყო მართლაც ისტორიული იმ მხრივ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც მეოთხედ იღებს სახელისუფლებო მანდატს, გაუმჯობესებული შედეგებით იღებს ამ მანდატს და არა უბრალოდ ინარჩუნებს. ყველგან გავედით პირველ ადგილზე. ყველა მუნიციპალიტეტში გავიუმჯობესეთ შედეგები და ამის მიზეზი მათ შორის გარდა იმისა, რომ ოპოზიციას არანაირი მორალური უფლებაც არ ჰქონდა, რომ წარდგენილიყო ამომრჩევლის წინაშე, არის ის, რომ მათ კამპანია არც კი უწარმოებიათ. შემდეგ უკვირთ, რომ მათი მხარდაჭერა იყო დაბალი და არც კი ჰქონდათ კომუნიკაცია მოქალაქეებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი მოქალაქეების მანდატს რა თქმა უნდა ვიღებთ ხელისუფლებისთვის და ვიზრუნებთ არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის, არამედ მთლიანად საზოგადოების უკეთესი მომავლისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პრაქტიკულად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ ჰყავს. საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი, რომელიც არის აგენტურული პარტიების მთავარი კოორდინატორი
მამუკა მდინარაძე: 2012 წლის შემდეგ არავის აღარავის ეშინია, მანამდე კი ბატონო, ტერორში ჰყავდათ, ვინ საჯარო მოხელე გაბედავდა საწინააღმდეგოს თქმას. დღეს საჯარო მოხელე ჩაეწერა ერთ-ერთი პარტიის პირველ ნომრად, რა შიშზე ვლაპარაკობთ
მამუკა მდინარაძე: ყველას ვთხოვ, ქუჩაში გამოვიდეს და მას დაუჭიროს მხარი, ვისაც ოდნავ მაინც რეალისტურად ეჩვენება, რომ 2მლნ-დან 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება. 300 ათასი კი არა 3 ხმა რომ გაგვეყალბებინა, 10 კამერა გადაიღებდა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ამბობენ პარლამენტში არ შევალთო - ნუ შემოვლენ
მამუკა მდინარაძე: მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ ზონდერები. მათ შორის, იქ იყო ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი
არქივი