ქუჩის ღონისძიებები ოპოზიციას გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და შემდეგ არასახელოვნად დაშალეს.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 27 ოქტომბერი 2024, 16:41
ქუჩის ღონისძიებები ოპოზიციას გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და შემდეგ არასახელოვნად დაშალეს. ამ მონაცემებით ჩანს, რომ გვექნება 89 მანდატი პარლამენტში. რა თქმა უნდა პარლამენტი მათ [ოპოზიციის] გარეშეც შეიკრიბება და ეს კინოც ვნახეთ 2020 წელს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ოპონენტები არ აღიარებენ არჩევნებს, უკვე დააანონსეს ქუჩა. რა რესურსი აქვთ მათ და როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში პროცესები.

„ქუჩის ღონისძიებები ოპოზიციას გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და შემდეგ არასახელოვნად დაშალეს. ასე რომ, მათი მხრიდან ეს პირველად არ ხდება. არის გამონათქვამი, რომ ერთსა და იმავე წყალში ორჯერ არ უნდა შეხვიდე, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ჩვენ ამ პოლიტიკურ კლასს, რომელიც არის სიმბიოზი პარტიების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ვერანაირი დასკვნა ამ გაკვეთილებიდან ვერ გამოაქვთ. მათ შორის ეს სიმბიოზი გუშინაც დადასტურდა, როდესაც ვნახეთ, რომ სინქრონიზებული იყო მათი განცხადებები არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით პარტიების მხრიდან და იმ ერთი გაერთიანება „ენჯეოების“ მხრიდან. ერთმანეთს ელოდებოდნენ და ისე გამართეს ბრიფინგი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზღვარი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს შორის სრულად არის მოშლილი.

ეს კიდევ ერთი გამოწვევაა ზოგადად ჩვენი სამოქალაქო სექტორისთვის. ამ მონაცემებით ჩანს, რომ გვექნება 89 მანდატი პარლამენტში. რა თქმა უნდა პარლამენტი მათ [ოპოზიციის] გარეშეც შეიკრიბება და ეს კინოც ვნახეთ 2020 წელს. „ქართული ოცნება“ და პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას იმ დღის წესრიგით, რომლითაც წინასაარჩევნო კამპანიაში წარვდექით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ამ დღის წესრიგის შესასრულებლად ჩვენ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა, რათა მივიღოთ კანონები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესში იქნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პრაქტიკულად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ ჰყავს. საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი, რომელიც არის აგენტურული პარტიების მთავარი კოორდინატორი
მამუკა მდინარაძე: 2012 წლის შემდეგ არავის აღარავის ეშინია, მანამდე კი ბატონო, ტერორში ჰყავდათ, ვინ საჯარო მოხელე გაბედავდა საწინააღმდეგოს თქმას. დღეს საჯარო მოხელე ჩაეწერა ერთ-ერთი პარტიის პირველ ნომრად, რა შიშზე ვლაპარაკობთ
მამუკა მდინარაძე: ყველას ვთხოვ, ქუჩაში გამოვიდეს და მას დაუჭიროს მხარი, ვისაც ოდნავ მაინც რეალისტურად ეჩვენება, რომ 2მლნ-დან 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება. 300 ათასი კი არა 3 ხმა რომ გაგვეყალბებინა, 10 კამერა გადაიღებდა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ამბობენ პარლამენტში არ შევალთო - ნუ შემოვლენ
მამუკა მდინარაძე: მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ ზონდერები. მათ შორის, იქ იყო ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი
არქივი