„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3 27 ოქტომბერი 2024, 16:33
ეუთო/ოდირის შეფასებების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერმა ირკალი კობახიძემ განცხადება გააკეთა:


„თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებდით პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით და ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. პირიქით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული. არჩევნები იყო კონკურენტული, არჩევნები იყო ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში საარჩევნო პრინციპებთან და ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური, ის განცხადებები, რაც გაკეთდა. გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები ამ არჩევნების შეფასებისას და პროცესების შეფასებისას. ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვციტირებ- გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს ბუნებრივია მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარების. ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მე მადლობა მინდა გადავუხადო რა თქმა უნდა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მათი ჩართულობისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ  თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საქართველოში. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა ერთადერთი სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი ღიაობა. კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში ვინც აკვირდებოდა არჩევნებს. არჩევნები არის შემდგარი. უახლოეს მომავალში უკვე შეჯამდება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც არის რა თქმა უნდა მთავარი ინტერესი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“. - განაცადა პრემიერმა
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პრაქტიკულად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ ჰყავს. საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი, რომელიც არის აგენტურული პარტიების მთავარი კოორდინატორი
მამუკა მდინარაძე: 2012 წლის შემდეგ არავის აღარავის ეშინია, მანამდე კი ბატონო, ტერორში ჰყავდათ, ვინ საჯარო მოხელე გაბედავდა საწინააღმდეგოს თქმას. დღეს საჯარო მოხელე ჩაეწერა ერთ-ერთი პარტიის პირველ ნომრად, რა შიშზე ვლაპარაკობთ
მამუკა მდინარაძე: ყველას ვთხოვ, ქუჩაში გამოვიდეს და მას დაუჭიროს მხარი, ვისაც ოდნავ მაინც რეალისტურად ეჩვენება, რომ 2მლნ-დან 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება. 300 ათასი კი არა 3 ხმა რომ გაგვეყალბებინა, 10 კამერა გადაიღებდა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ამბობენ პარლამენტში არ შევალთო - ნუ შემოვლენ
მამუკა მდინარაძე: მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ ზონდერები. მათ შორის, იქ იყო ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი
არქივი