46
27 ოქტომბერი 2024, 15:29
ვითომ მედასავლეთე ნაცრიდიკალები ბოდვებში არიან ელექტრონული არჩევნების ე.წ. "გაყალბებაზე," ხოლო აშშ-ის აუდიტორები კომპანია Pro V&V-დან ელექტრონული აპარატების გამართულობაზე აქცენტირებენ,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
აბაშიძის თქმით, არაერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური "ნაცების" ე.წ. პროდასავლურობა მხოლოდ ევროპიდან და აშშ-დან მიღებული ფულითაა განპირობებული, რეალურად კი რადიკალთა პრიორიტეტი ხელისუფლების მიტაცებაა.
მისივე თქმით, ცესკოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა ნაცსექტის ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე.
„ვითომ მედასავლეთე ნაცრიდიკალები ბოდვებში არიან ელექტრონული არჩევნების ე.წ. "გაყალბებაზე," ხოლო აშშ-ის აუდიტორები კომპანია Pro V&V-დან ელექტრონული აპარატების გამართულობაზე აქცენტირებენ.
არაერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური "ნაცების" ე.წ. პროდასავლურობა მხოლოდ ევროპა-აშშ-დან მიღებული ფულითაა განპირობებული, რეალურად რადიკალთა პრიორიტეტია ხელისუფლების მიტაცება.
ცესკოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა ნაცსექტის ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე.
Pro V&V ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც გააჩნია აშშ-ში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამერიკაში და არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს. კომპანია თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის.
შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად:
_ საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან.
_ ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.
_ ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.
_ ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.
_ აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია,“- წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |