გიორგი კალანდარიშვილი - ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 27 ოქტომბერი 2024, 11:14

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიების დუბლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობაა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა.

„ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ. ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნისთანავე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის ის მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოს, ამომრჩეველთა ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში. ეს იმთავითვე უსაფუძვლოა, როგორც მინიმუმ, რომ ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ როდესაც სიები სრულად აუდიტირებადი იყო, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა სიები, ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, მიუთითა იმაზე, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობას რამდენჯერმე ახერხებდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ რამდენიმე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი