ვანო ნადირაძე ოპოზიციას: ან რევოლუციაა საჭირო, ან კიდევ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადო, განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 27 ოქტომბერი 2024, 11:07

იცით რაშია საქმე პატივცემულო ოპოლიდერებო ? აი იმაზე მეტი დემოკრატები რომ ხართ ვიდრე თვით ევროპელები, - ასე ეხმიანება უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ოპოზიციის ლიდერების რეაქციას.

ის აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიცია თვლის, რომ საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდა, მაშინ ან რევოლუცია უნდა მოახდინონ, ან დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადონ, მაგრამ მათ ამის თქმისაც ეშინიათ.

„იცით რაშია საქმე პატივცემულო ოპოლიდერებო ? აი იმაზე მეტი დემოკრატები რომ ხართ ვიდრე თვით ევროპელები. 12 წელი რომ ყველა საპროტესტო აქციებზე რომ ხელებ აწეული დგახართ , გცემენ ,გირტყამენ და მაინც რომ გაიძახი ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები ვართო. დღემდე რომ ვერ
გაითავისეთ რომ ესეთ პრორუსულ ავტორიტარულ მმართველობას არჩევნებით რომ ვერ დაამარცხებთ.
წეღან ითქვა რომ საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდაო, მაგ შემთხვევაში ან რევოლუციაა საჭირო ან კიდევ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადო, მაგრამ მაგის უბრალოდ თქმისაც კი გეშინიათ.

ეხლა არ გამოხატეთ ვინმე პარტმუშაკი და არ მითხრათ შორიდან მაგარია ლაპარაკიო, მე ერთი ბომბის ჩამოგდებით მინიმუმ 5 ჩემ სამშობლოს მტერს ვანადგურებ, თქვენ კიდევ ფანჯრის რაფაზე ბუზის მოკვლის ტრაკიც კი არ გაქვთ. დღეს საღამოს განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა.
აუ თან რა მაგრად არ გიყვართ ჩემნაირი ხალხი იმასაც ხომ ვხდები. ამ პოსტს წაკითხვის შემდეგ დარწმუნებული ვარ ქოცებზე მაგრად ვერ ამიტანთ. მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გაგაღვიძოთ, ხოდა მეც მაგას ვაკეთებ ეხლა, ვნახოთ ხვალ, ზეგ.... დანარჩენს უკვე მერე გეტყვით“, - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი