ირაკლი რუხაძე: მინდა საქართველოს მივულოცო ამ არჩევნების ჩატარება. ეს არის ბედნიერება ჩვენისთანა ქვეყნისთვის. ისეთი არჩევნები ჩატარდა, რომ დღის ბოლომდე არ ვიცოდით რა რეზულტატი დადგებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 26 ოქტომბერი 2024, 21:41

საბჭოთა კავშირიდან გამოვედით 30 წლის წინ და დღეს ისეთი არჩევნები ჩატარდა, რომ დღის ბოლომდე არ ვიცოდით რა რეზულტატი დადგებოდა. ეს არის დიდი ბედნიერება ჩვენისთანა ქვეყნისთვის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ.

„მე მინდა საქართველოს მივულოცო ამ არჩევნების ჩატარება. ეს არის ბედნიერება ჩვენისთანა ქვეყნისთვის, ჩვენისთანა სამეზობლოში, ჩვენისთანა ისტორიით, რომ საბჭოთა კავშირიდან გამოვედით 30 წლის წინ და ისეთი არჩევნები ჩატარდა, რომ დღის ბოლომდე არ ვიცოდით რა რეზულტატი დადგებოდა. ეს არის წარმოუდგენელი მდგომარეობა, რომელიც მოვიპოვეთ დიდი ხნის ბრძოლით. რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარი დამსახურებაა იმ ხალხის, ვინც დღეს მართავს საქართველოს, რომ მისცეს საშუალება ქართველ ხალხს ასეთი არჩევნები ჩაეტარებინათ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გეზი შევინარჩუნოთ, რომელიც საქართველოს აქვს. დაველოდოთ ცესკოს შედეგებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეგზიტპოლი არ იქნება დიდ ცდომილებაში და კიდევ ერთხელ მივულოცავ საქართველოს“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი