საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 26 ოქტომბერი 2024, 19:57

საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა. არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან 2 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.

საქართველოში მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლები პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ოთხი წლის ვადით აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. ხმის მიცემა შესაძლებელი იყო საარჩევნო უბანში პირადად გამოცხადების შემთხვევაში. ასევე, გადასატანი ყუთის მეშვეობით. ამ მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.

საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია სხვა პირის ნაცვლად (მათ შორის მინდობილობით) ხმის მიცემა. თუ ამომრჩეველი სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეც არის, მას შეუძლია არჩევნებზე ხმის მიცემა.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა 3 113 747 ამომრჩეველმა მიიღო.

წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას.

ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურა. საქართველოში გახსნილი იყო 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.

რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.

საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან ამავე დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.

საარჩევნო პროცესს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება, ასევე პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი