ირაკლი კობახიძე: წინა არჩევნებზეც საზღვარგარეთის უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 30%, თუმცა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. სადღაც რომ მოიგებ 20 ხმით, ამაზე რომ ზეიმს იწყებ, სასაცილო მდგომარეობაში იყენებ საკუთარ თავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 26 ოქტომბერი 2024, 18:25

წინა [არჩევნებზე] შემთხვევაშიც, საზღვარგარეთ „ქართულმა ოცნებამ“ [საზღვარგარეთის უბნებზე] აიღო 30%, თუმცა დამაჯერებლად გაიმარჯვა. სადღაც რომ მოიგებ 20 ხმით, ამაზე რომ ზეიმს იწყებ, სასაცილო მდგომარეობაში იყენებ საკუთარ თავს, - განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ ოპოზიცია აღნიშნავს გამარჯვებას უცხოეთის უბნებზე. რამდენად დამაჯერებელია მათი განცხადებები და რას ემსახურება.

„არის სულ ოთხი უბანი აღმოსავლეთის მხარეს, არის ავსტრალია, იაპონია და ა.შ, სადაც თითოეულში სულ 40-50 ამომრჩეველი მონაწილეობს. საერთო სურათი საზღვარგარეთის უბნებზე არის ხოლმე ასეთი. საზეიმო არაფერი აქვს ოპოზიციას. წინა [არჩევნებზე] შემთხვევაშიც, საზღვარგარეთ „ქართულმა ოცნებამ“ [საზღვარგარეთის უბნებზე] აიღო 30%, თუმცა დამაჯერებლად გაიმარჯვა. სადღაც რომ მოიგებ 20 ხმით, ამაზე რომ ზეიმს იწყებ, სასაცილო მდგომარეობაში იყენებ საკუთარ თავს. არის რამდენიმე უბანი, სადაც ჯამში 200-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ორ საათში ვილაპარაკებთ, რამდენ უბანზეც წააგებს ოპოზიცია საქართველოში. 3000-ზე მეტ “, - აღნიშნა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს კომპიუტერული სისტემა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე განყოფილებაში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სანქციებზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ
დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია
სროლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი. პოლიცია ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ქაოსი ბრიუსელში ახალი წლის ღამეს - უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
არქივი