საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩვენ არანაირი გადაცდომა და ხარვეზი არ შეგვინიშნავს - ელექტრონული არჩევნები ძალიან გამჭვირვალე, ინოვაციური და სასარგებლოა ხალხისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 26 ოქტომბერი 2024, 15:05
ჩვენ არანაირი გადაცდომა და ხარვეზი არ შეგვინიშნავს, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ნიკოდემ ბერნაჩიაკმა.

მან ელექტრონულ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმის მიცემის ეს ფორმა ძალიან გამჭვირვალე და ინოვაციურია.

„ერთადერთი პრობლემა უკავშირდება ხმის მიცემის ახალ ფორმას, თუმცა კომისიის წარმომადგენლები კარგად ეხმარებიან ამომრჩევლებს და აცნობენ მათ ახალ ელექტრონულ სისტემას. ხმის მიცემის ეს ფორმა ძალიან გამჭვირვალე, ინოვაციური და სასარგებლოა ხალხისთვის“, - აღნიშნა ბერნაჩიაკმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
არქივი