დავით ქართველიშვილი: ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ „შვებულებას“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 26 ოქტომბერი 2024, 09:38

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა მშვიდ ატმოსფეროში" - ამ წინადადებაში, როგორ გინდა ჩატიო ჩვენი შერყეული ფსიქოსომატური, კარდიოლოგიური, დიაბეტური თუ „უბრალოდ" - ფსიქოლოგიური მდგომარეობა - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ერთი წელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე იყო. მისი თქმით, საზოგადოებამ ამ ბრძოლაში ჯანმრთელობა და სიცოცხლის წლები დაკარგა, რათა უკვე გამოვლილ ჯოჯოხეთში არ დაბრუნებულიყვნენ.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება და 2025 წელი მშვიდობიანი იქნება. ექსპერტი საზოგადოებას მოუწოდებს, დაღლილობის მიუხედავად შემართებით მიუდგნენ არჩევნებს.

„არაა საჭირო დღევანდელ შედეგებს დაელოდო, რომ არ აღიარო და არ გესმოდეს, როგორი "ჯოჯოხეთი" გამოიარა წელს საქართველომ, მსოფლიოში მიმდინარე "არმაგედონის" ფონზე. როდესაც უკვე იწერება და ამას ღიადაც ვაცხადებთ, რომ "წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა მშვიდ ატმოსფეროში" - ამ წინადადებაში, როგორ გინდა ჩატიო ჩვენი შერყეული ფსიქოსომატური, კარდიოლოგიური, დიაბეტური თუ "უბრალოდ" - ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ჩვენ ამ ბრძოლაში ჯანმრთელობაც დავკარგეთ და სიცოცხლის გარკვეული წლები, რათა ერთხელ უკვე კარგად გამოცდილ ჯოჯოხეთში არ დავბრუნებულიყავით და არ შევსულიყავით ახალში და კიდევ უფრო დამანგრეველში. ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ "შვებულებას".

თუკი ყველანი ვვარაუდობდით და შარშან პირდაპირ ვწერდით, რომ 2024 წელი უმძიმესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, მოდით ისიც დავწეროთ, რომ 2025 წელი - არნახულად მშვიდი და დამაიმედებელი იქნება, რამეთუ ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ამ ოცნების აღსრულებას აღარაფერი უკლია - უკანასკნელი შემართება და ნუ დავიზარებთ ამას. მესმის, ყველანი დავიღალეთ - მაგრამ "დასვენების" ჟამი ჯერ არ დადგა,“- წერს დავით ქართველიშილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე Tbilis Open Air-ზე რუსეთის დროშასთან დაკავშირებულ ფაქტზე: ეს იყო გამიზნული პროვოკაცია - ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არ იყოს სიმშვიდე და მოსახლეობა მუდმივად იყოს საფრთხის მოლოდინში
დავით ჩიხელიძე: Tbilis Open Air -ზე მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით - სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა
დავით ქართველიშვილი: მთელი რიგი გლობალური პროექტების გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოსთვის ძალიან კარგი ეკონომიკური მომავლისა და სარგებლის პროგნოზირება
ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან
ოპოზიციონერი აქტივისტი დათო აბზიანიძე: თამარ ჩერგოლეიშვილს და თავის ქმარს რატომ არავინ იბარებს ისე კომისიაზე დასაკითხად? გიგა ბოკერიაზე უფრო „ნაცრეჟიმის“ შემოქმედი ვინმე გახსენდებათ?
არქივი