მამუკა მდინარაძე: ჩვენ ხვალ მინიმუმ 100 მანდატს უნდა ავცდეთ, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა - თუ ყველა ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არ გამოვიდა არჩევნებზე, ჩვენ ცოტა გაგვიჭირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 26 ოქტომბერი 2024, 01:24

განწყობა გვაქვს ამაღლებული, ხვალ ჩვენთვის დიდი დღე უნდა იყოს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ამომრჩეველს იმისათვის, რომ მათ კარგად გაიაზრეს სინამდვილეში რა ხდება და რამხელა გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სამშობლო. მათ უკვე სწორი გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ამ სწორი გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა გაიმარჯვოს.

ჩვენ ხვალ მინიმუმ 100 მანდატს უნდა ავცდეთ, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. მინდა მივმართო ყველა ამომრჩეველს - თუ ყველა ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არ გამოვიდა, ჩვენ ცოტა გაგვიჭირდება, რაც ორმაგ საკონსტიტუციო უმრავლესობას გულისხმობს. კატასტროფა შეიძლება მივიღოთ, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 20% არ გამოვიდა ხვალ არჩევნებზე. მაგრამ, ეს წარმოუდგენელია, რადგან ჩვენი ამომრჩეველი მოტივირებულია და ჩვენ ველოდებით ძალიან მყარ გამარჯვებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა - ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა
რატი ბრეგაძე - წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს - ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით, ჩვენ ეს შეგვიძლია
მიხეილ ყაველაშვილი: ჰერჩინკსი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება თავის თანამდებობაზე - ვინც მას შეცვლის, ის როცა დაინახავს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, იძულებული იქნება, რომ მას დაელაპარაკოს
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აშშ-ს არ აქვს უფლება გამოიყენოს ადამიანის უფლებების საკითხები, როგორც შიდა საქმეებში ჩარევის საშუალება
ირაკლი კობახიძე: გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. არ გვეღირსება ევროპა, ერთადერთი ქართული ძალა არის „ქართული ოცნება“
არქივი