მიხეილ ყაველაშვილი: ჰერჩინკსი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება თავის თანამდებობაზე - ვინც მას შეცვლის, ის როცა დაინახავს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, იძულებული იქნება, რომ მას დაელაპარაკოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 25 ოქტომბერი 2024, 23:47

ფხიზლად უნდა ვიყოთ - ამას „ხალხის ძალა“ მთელი ორწელიწადნახევარია ვამბობთ. წინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმაზეც, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდნენ, რათა საზოგადოებაში მღელვარება გამოეწვიათ და ამით ხელისუფლება შეეცვალათ. ახლაც რასაც მოითხოვენ, ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით, იგივე თემაა, რაც მაშინ არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი ხალხი მომზადებული დახვდათ, - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ამ არჩევნებში ქვეყანა უნდა დაიცვას და გარე ძალებსაც დაანახოს, რომ აქ არეულობის შანსი არ ექნებათ.

„ეს უბრალო არჩევნები არ არის - გადამწყვეტია. რადიკალებს მსხვერპლის გამოწვევა უნდათ. მზაკვრული გეგმა აქვთ - სკოლის მოსწავლეები გამოიყვანეს აქციაზე, რადგან 14-დან 18 წლამდე მოზარდის მსხვერპლის პროვოცირება უნდათ. რადგან აქციებში სხვას ვერაფერს აღწევენ, ქართველი ადამიანისთვის შეიძლება ემოციური იყოს ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება, რათა ამაზე ააგორონ პროტესტი. გავიხსენოთ, შაქარაშვილის ან ბაჩალიაშვილის თემები - ყველაფრიდან ცდილობდნენ პროტესტის აგორებას. ეს ხომ დაკვეთა იყო გარედან? ახლაც იგივე რაღაცეები იქნება. მათგან მსგავს თემებზე აპელირება სულ იქნება. ჩვენმა საზოგადოებამ ამ არჩევნებში ქვეყანა უნდა დაიცვას ამისგან და გარე ძალებსაც დაანახოს, რომ აქ არეულობის შანსი არ ექნებათ. ვიცით, რომ გავიმარჯვებთ და ყველაფერს გადავიტანთ. პირობითად, ჰერჩინკსი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება თავის თანამდებობაზე - ვინც მას შეცვლის, ის როცა დაინახავს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, იძულებული იქნება, რომ მას დაელაპარაკოს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ხვალ მინიმუმ 100 მანდატს უნდა ავცდეთ, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა - თუ ყველა ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არ გამოვიდა არჩევნებზე, ჩვენ ცოტა გაგვიჭირდება
კახა კალაძე - არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა - ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა
რატი ბრეგაძე - წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს - ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით, ჩვენ ეს შეგვიძლია
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აშშ-ს არ აქვს უფლება გამოიყენოს ადამიანის უფლებების საკითხები, როგორც შიდა საქმეებში ჩარევის საშუალება
ირაკლი კობახიძე: გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. არ გვეღირსება ევროპა, ერთადერთი ქართული ძალა არის „ქართული ოცნება“
არქივი