ირაკლი პეტრიაშვილი: ევროპა არის ჩვენი გენეტიკური მდგომარეობა, ის საუკუნეობრივი ღირებულებები, რაც ჩვენ გვაქვს. ევროპა არ არის ნების გამოხატვის ჩახშობა ხელკეტებითა, დაჭერებით, ნარკოტიკების ჩადებით, პროფკავშირული აქციების გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 25 ოქტომბერი 2024, 22:31

მინდა ვთქვა, რომ ევროპა არის ჩვენი გენეტიკური მდგომარეობა, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

„ეს ტერიტორია არის ევროპა და ის საუკუნეობრივი ღირებულებები, რაც ჩვენ გვაქვს, არის ევროპა. ევროპა არის ის, რომ ჩვენ მე-12 საუკუნეში გვქონდა ფაქტობრივად საპარლამენტო მონარქიის წყობა, 2 საუკუნის განმავლობაში რომ გვქონდა ქალის კულტი, 1921 წელს რომ დავწერეთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს არც კი დასიზმრებიათ და დღემდე ექსპერტების აღფრთოვანებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ ღირებულებათა თანხვედრას ჰქვია ევროპა“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

მან გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული ვითარება და ის დღეს არსებულ მდგომარეობას შეადარა

„რა არ არის ჩვენთვის ევროპა - ევროპა არ არის დერეგულირებული გარემო, ევროპა არ არის ნების გამოხატვის ჩახშობა ხელკეტებითა და დაჭერებით, ნარკოტიკების ჩადებით, პროფკავშირული აქციების გამო.

დღეს იდეალური გარემო არ არის. მინიმალური ხელფასი გვჭირდება, პროგრესული გადასახადები გვჭირდება, მაგრამ იდეოლოგიურად წინააღმდეგები არიან ამ ყველაფრის ის ადამიანები, რომლებიც არბევდნენ პროფკავშირს, რომლებიც ამ დერეგულირებულ გარემოს ქმნიდნენ და ანტიევროპულად მოქმედებენ. GSP+-ს გვართმევდნენ აშშ, იმიტომ რომ ამ დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლა ხდებოდა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ხვალ მინიმუმ 100 მანდატს უნდა ავცდეთ, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა - თუ ყველა ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არ გამოვიდა არჩევნებზე, ჩვენ ცოტა გაგვიჭირდება
კახა კალაძე - არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა - ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა
რატი ბრეგაძე - წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს - ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით, ჩვენ ეს შეგვიძლია
მიხეილ ყაველაშვილი: ჰერჩინკსი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება თავის თანამდებობაზე - ვინც მას შეცვლის, ის როცა დაინახავს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, იძულებული იქნება, რომ მას დაელაპარაკოს
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აშშ-ს არ აქვს უფლება გამოიყენოს ადამიანის უფლებების საკითხები, როგორც შიდა საქმეებში ჩარევის საშუალება
არქივი