საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 25 ოქტომბერი 2024, 22:22

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი  არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სხვადასხვა სახის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა. მისი თქმით, ასეთი დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიმოცვლას, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობას და ინსტიტუციების საქმიანობების გაუმჯობესებას.

თავის მხრივ ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავების  მნიშვნელობაზე ისაუბრა ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნურლან აბდიროვმა. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება, როგორც ტექნოლოგიების ინტერვენციის ასევე ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით მნიშვნელოვანია.

მემორანდუმი მხარეებს შორის 25 ოქტომბერს გაფორმდა. ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი ბრეგაძე - წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს - ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით, ჩვენ ეს შეგვიძლია
მიხეილ ყაველაშვილი: ჰერჩინკსი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება თავის თანამდებობაზე - ვინც მას შეცვლის, ის როცა დაინახავს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, იძულებული იქნება, რომ მას დაელაპარაკოს
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აშშ-ს არ აქვს უფლება გამოიყენოს ადამიანის უფლებების საკითხები, როგორც შიდა საქმეებში ჩარევის საშუალება
ირაკლი კობახიძე: გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. არ გვეღირსება ევროპა, ერთადერთი ქართული ძალა არის „ქართული ოცნება“
ირაკლი პეტრიაშვილი: ევროპა არის ჩვენი გენეტიკური მდგომარეობა, ის საუკუნეობრივი ღირებულებები, რაც ჩვენ გვაქვს. ევროპა არ არის ნების გამოხატვის ჩახშობა ხელკეტებითა, დაჭერებით, ნარკოტიკების ჩადებით, პროფკავშირული აქციების გამო
არქივი