ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - ხმის მიცემა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ტექნოლოგიას არ გააჩნია საშუალება, დააკავშიროს ამომრჩევლის ნება და ეს იყოს ვინმესთვის გაგებადი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 25 ოქტომბერი 2024, 19:20

ხმის მიცემა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს და ტექნოლოგიას არ გააჩნია საშუალება, დააკავშიროს როგორღაც ამომრჩევლის ნება და ეს იყოს ვინმესთვის გაგებადი. ასევე, რაც მთავარია, აუცილებელია, რომ თქვენი ხმა იყოს ვალიდური, გააფერადოთ მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული წრე, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ე.წ. ექსპერტების გვერდები, სადაც ამომრჩეველს აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აძლევენ ხმის მიცემის პროცესის შესახებ.

„აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, როგორც კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ - როგორ უნდა მიიღოს ამომრჩეველმა ამ არჩევნებში მონაწილეობა, ასევე დაკვირვებისა და ხმის დათვლის შესახებ.

მინდა ამომრჩეველს ცალსახად ვუთხრა 2 უმნიშვნელოვანესი რამ: ხმის მიცემა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს და ტექნოლოგიას არ გააჩნია საშუალება, დააკავშიროს როგორღაც ამომრჩევლის ნება და ეს იყოს ვინმესთვის გაგებადი. ასევე, რაც მთავარია, აუცილებელია, რომ თქვენი ხმა იყოს ვალიდური, გააფერადოთ მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული წრე და სხვა დანარჩენი ინფორმაცია, როგორი „სანდო წყაროებიდან“ არ უნდა ვრცელდებოდეს სოციალური ქსელების მეშვეობით, არის უბრალოდ ტყუილი და დეზინფორმაცია. ამიტომაც, მინდა ვთხოვო ამომრჩეველს, რომ ყურადღება მიაქციოს კენჭისყრის დღეს შენობაში გამოკრულ პოსტერებს, სადაც დეტალურად არის ახსნილი, კენჭისყრაში მონაწილეობის ყველა ნაბიჯი და ეტაპი. მთავარი არის ის, რომ ავირჩიოთ და გავაფერადოთ ჩვენი სასურველი სუბიექტის წინ არსებული მხოლოდ ერთი წრე“, - აღნიშნა შარაბიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ეს არის გადამწყვეტი, 2012 წლის ტოლფასი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს, ბნელ წარსულსა და ნათელ, ევროპულ მომავალს შორის
საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს
26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყოველ ჯერზე ზურგს გვიმაგრებდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იქნება მთავარი, რაც ხვალ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს წინსვლას
არქივი