30
25 ოქტომბერი 2024, 18:24
ფრანგი ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს საქართველოსთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
მანამდე რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%, რაც წარმოადგენს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს), რომ შეაჩეროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი, თუ არჩევნები გაყალბებული იქნება ან სისხლი დაიღვრება“.
„ფეიკ ნიუსის“ შესანიშნავი მაგალითი.
1. არასდროს შემდგარა კენჭისყრა ამ თემაზე!
2. რუსეთის მოქალაქეების კი იღებენ ევროკავშირის ვიზებს.
მაგრამ ამ ტვიტის ავტორი „რადიო თავისუფლებიდან“ არის: ოქროს მედალი მას „ფეიკ ნიუსისთვის“, - აღნიშნა ფრანგმა ევროპარლამენტარმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |