ირაკლი კობახიძე: საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას, დავიწყეთ შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობა, ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს თბილისში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 25 ოქტომბერი 2024, 16:37
საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას, განსაკუთრებით ახალი გეოპოლიტიკური გარემოებების პირობებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტის კაბელის პროექტები ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრებს.

„მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთთან. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტის კაბელის პროექტები ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრებს.

ჩვენ ასევე ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. წარმატებით ავაშენეთ 300 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალები საქართველოში, ასევე, დავიწყეთ შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობა.

ჩვენ, ასევე, ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს თბილისში, ვაფართოებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და ვაუმჯობესებთ მის შესაძლებლობებს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - ხმის მიცემა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ტექნოლოგიას არ გააჩნია საშუალება, დააკავშიროს ამომრჩევლის ნება და ეს იყოს ვინმესთვის გაგებადი
სოზარ სუბარი: ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მდიდარ „ენჯეოებს“, პრაქტიკულად არიან აგენტურა და იმართებიან უცხოეთიდან - მათი ნდობა არის მინიმალური
სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე
საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილება
The American Conservative: საქართველოში დაახლოებით 26000 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 143 მოქალაქეზე ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სულ 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს
არქივი