დავით კოდუას მხარდასაჭერად, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟი დეგი დუდაევი იმყოფებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 25 ოქტომბერი 2024, 15:33

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას მხარდასაჭერად, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟი დეგი დუდაევი იმყოფებიან.

დავით კოდუას თქმით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ორი დიდი კავკასიელის შვილების გვერდით დგომა უდიდესი პასუხისმგებლობაა.

მმართველი პარტიის დელეგატობის კანდიდატი გიორგი გამსახურდიასა და დეგი დუდაევს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და მათთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„თავისუფლებისთვის მებრძოლი ორი დიდი კავკასიელის, მეოცე საუკუნის უდიდესი გმირების ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის შვილების ჩემს გვერდით დგომა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. საქართველოს და ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტებს, ამ ისტორიულ პირებს კავკასიელი ხალხების და საქართველოს უდიდესი სიყვარული აერთიანებდათ. ჩვენც ეს უპირველესი გრძნობა გვამოძრავებს, მადლობა გიორგი გამსახურდიას და დეგი დუდაევს, რომ აქ ჩემს გვერდით ზუგდიდში არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გასავლელ ევროპულ გზაზე.

ჩვენ ერთობით გავიმარჯვებთ!“- წერს კოდუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილება
The American Conservative: საქართველოში დაახლოებით 26000 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 143 მოქალაქეზე ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სულ 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს
ანკარაში თურქეთის „საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის” შენობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ აიღო
რიკარდ იოზვიაკი - არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა, რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება
ირაკლი კობახიძე: ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, ეს გამოცდილება გვეხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში
არქივი