Euronews: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტოვებს მშვიდი, თუმცა, ამავე დროს, თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანის შთაბეჭდილებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 25 ოქტომბერი 2024, 15:32

არჩევნების წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს რუსული გავლენების არსებობას და ერთგულებას უცხადებს ევროპას, - ამ სათაურით აქვეყნებს Euronews-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუს, რომლის სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

ჟურნალისტი ჯეინ უიზერსპუნი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-თან სიღრმისეულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას ევროკავშირში გაწევრიანების და რუსული გავლენებისგან გამიჯვნის თვალსაზრისით, ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტოვებს მშვიდი, თუმცა, ამავე დროს, თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანის შთაბეჭდილებას. ინტერვიუსთვის მრავალრიცხოვანი ანტურაჟის თანხლების გარეშე მოსული, იგი ხალისით გვესაუბრა ფეხბურთის შესახებ და სიამაყით გაიხსენა Newcastle United-ის ყოფილი მოთამაშე, საქართველოში ლეგენდად ქცეული თემურ ქეცბაია და დაამატა, რომ იმავე გუნდში დღეს კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი იზრდება. ამავე დროს, კობახიძეს კარგად ესმის, თუ რა დევს სასწორზე მისი ქვეყნისთვის შაბათს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში - უმნიშვნელოვანეს, საკვანძო მოვლენაში, რადგან შედეგებმა შეიძლება, განსაზღვროს ქვეყნის სამომავლო ინტეგრაცია ევროკავშირში და რუსული გავლენისგან გამიჯვნის პროცესი“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The American Conservative: საქართველოში დაახლოებით 26000 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 143 მოქალაქეზე ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სულ 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს
ანკარაში თურქეთის „საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის” შენობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ აიღო
რიკარდ იოზვიაკი - არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა, რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება
ირაკლი კობახიძე: ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, ეს გამოცდილება გვეხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში
ირაკლი კობახიძე: საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას, დავიწყეთ შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობა, ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს თბილისში
არქივი