კენჭისყრის დღეს კანონით დადგენილი მთელი რიგი აკრძალვები ამოქმედდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 25 ოქტომბერი 2024, 12:43

კენჭისყრის დღეს კანონით დადგენილი მთელი რიგი აკრძალვები ამოქმედდება. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება.

დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა, საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა.

აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება.

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება ეკრძალებათ, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებ-გვერდზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ მთავრობამ მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ღრმად გვწამს, არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან
დავით კოდუას მხარდასაჭერად, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟი დეგი დუდაევი იმყოფებიან
Euronews: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტოვებს მშვიდი, თუმცა, ამავე დროს, თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანის შთაბეჭდილებას
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია, აქედან 3 113 747 ამომრჩეველი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს
არქივი