შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ზუსტად იმას განახორციელებენ, რაც გულში უდევთ - დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 25 ოქტომბერი 2024, 12:31

ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ზუსტად იმას განახორციელებენ, რაც გულში უდევთ - დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გამარჯვების შემთხვევაში,“საჯარო სექტორს დაერევა და რეპრესიებს ჩაატარებს“.

„ხელები ეფხანებათ, რომ ოღონდ რაიმე ძალაუფლება მიიღონ. სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. ამას აკეთებდა ეს ხალხი 2012 წლამდე; ციხეებში წამების სისტემით; ზღვაში ნავით გაყვანით და იქ დახრჩობით; გზაზე გაჩერებით, ადამიანის გადმოყვანით და დახვრეტით; კორტებთან მოქალაქეების თვალწინ ადამიანების ჩახოცვით; ოქროყანაში ადამიანის აყვანით, ცემით და მოკვლით; დეპუტატის სიკვდილამდე მიყვანით, რომლის გამოც სასჯელს იხდის ახლა მიხეილ სააკაშვილი. არავის ეჭვი არ შეეპაროს, რომ ეს ადამიანები, ვინც უბრალოდ სადისტური სისტემის შემოქმედები იყვნენ და რომლებსაც დღეს ზოგიერთი უცხოელი გულში იხუტებს, ამით თავად ამ სადიზმის მონაწილე და გამმართლებელი ხდება, ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ზუსტად იმას განახორციელებენ, რაც გულში უდევთ - დაერევიან ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება!

ამ ხალხს თავისი მხარდამჭერებით, თუ მიეცათ საშუალება ხელისუფლებაში იყვნენ, დაერევიან ყველას, მედიასაც დაერევიან და მერე იკითხონ როგორია აქტივიზმი?! არის თუ არა საქართველოში ადვილი. ქარტიაშიც წერია პირდაპირ - დაერევიან საჯარო სექტორს და ჩაატარებენ რეპრესიებს. შეუძლებელია საქართველო იდგას იმათ მხარეს, ვინც ეკლესიას აგინებს, ვინც პატრიარქს აგინებს, ვინც ხატებს შეურაცხყოფს. ამის ნორმალიზება უნდათ. ეს არის კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია; შეუძლებელია ქართველი ხალხი იდგას იმათ მხარეს, ვინც საქართველოს მიექაჩება რუსეთთან დაპირისპირებისკენ და ამით ჩვენი ქვეყნის დანგრევა უნდათ, იმიტომ, რომ უცხოელს ასიამოვნოს, ვიღაცამ შეაქოს, მადლობა რომ რეზოლუცია შეასრულე, დააწესე სანქციებიო. მერე, რა თუ შენი ეკონომიკა ჩამოშალე; მერე, რა თუ ტყვია გავარდა და ვიღაცას მოხვდა, სამაგიეროდ დიდი გლობალური მიზნები არსებობს და ამ გლობალურ მიზნებს საკუთარ ხალხს შესწირავენ. რა თქმა უნდა, ამათ გვერდით ქართველი ხალხი არასდროს დადგება. ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს, ვინც თბილისში 23 ოქტომბერსა და 17 მაისს ვიხილეთ, გამოვა და საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც საქართველოს მტრობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ მთავრობამ მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ღრმად გვწამს, არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან
დავით კოდუას მხარდასაჭერად, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟი დეგი დუდაევი იმყოფებიან
Euronews: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტოვებს მშვიდი, თუმცა, ამავე დროს, თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანის შთაბეჭდილებას
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია, აქედან 3 113 747 ამომრჩეველი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს
არქივი