ლევან ნიკოლეიშვილი - ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში, არავინ იფიქროს, რომ ეს დაუსჯელი დარჩება, ყველას მოუწევს სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისგება თანამონაწილეობის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 24 ოქტომბერი 2024, 16:07
ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი იზიარებს და თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში,  -  წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით, ადამიანები, ვინც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ დამნაშავეებს უკრავენ ტაშს, დაუსჯელები არ დარჩებიან და კრიმინალებისთვის ხმის მიცემა არ შერჩებათ. როგორც ნიკოლეიშვილი წერს,  უკლებლივ ყველას მოუწევს სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისგება.

"ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი იზიარებს და თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში. არავინ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩება. არავინ იფიქროს, რომ  ხალხის მასაში გაძვრებიან და შერჩებათ კრიმინალებისთვის ხმის მიცემა. ყველას, სათითაოდ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია და უკლებლივ ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისგება თანამონაწილეობის გამო. ძალიან მალე, აუცილებლად ძალიან მალე არჩევნებიდან დადგება ეს დღე და ყველა სახელებით და გვარებით მოხვდება სამართლიან სამსჯავროზე!" -  წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი