დავით ქართველიშვილი უცხოური ძალების მიერ საქართველოში დაგეგმილ რევოლუციაზე ტელეგრამ-არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 24 ოქტომბერი 2024, 10:24

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში არჩევნების შესახებ ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ ემზადებიან არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის რადიკალური ძალები. პოსტში ქართველიშვილი იმ ინფორმაციას აჟღერებს, რომლითაც დასტურდება, რომ არეულობის მზადება ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან შეთანხმებით, ქვეყნის გარეთ იგეგმება.

„საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი Win/Win ჩვენი არჩევნების თაობაზე, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ: „საქართველოში მასობრივი არეულობის ორგანიზების მომზადებას ახორციელებს ცნობილი უკრაინელი ტერორისტი კირილ ბუდანოვი (ГУР - მთავარი დაზვერვის სამმართველო). ბუდანოვი ვარშავაში პირადად ხვდება ევროპული შეხედულებების ცნობილ ქართველ ოპოზიციონერებს, რომლებიც ამერიკელებზე მუშაობენ.

ოპოზიციონერების პერსონიფიცირებას არ მოვახდენთ, რათა თავიდან ავირიდოთ არჩევნების წინა დღეებში მათი დამატებითი რეკლამირება, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ისინი გახარიას პარტიის და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები არიან. ამავე საქმით არის დაკავებული პოლონეთში აშშ-ის ელჩიც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის აპარატის უფროსს ხვდება.

მანამდე კი, ათასზე მეტი აქტივისტის შეკრება გაიმართა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში "მასობრივი არეულობების" ტრენინგებს გადიოდნენ და წარმოადგენენ პროფესიონალ რევოლუციონერებს საბრძოლო გამოცდილებით და მომზადებით სწორედ ურბანული ბრძოლებისთვის. მათ შორის ასევე არიან ტექნიკური სპეციალისტები კიბერუსაფრთხოების, მონაცემების დაშიფვრისა და გადაცემის სფეროში, ვინაიდან დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ასევე ემზადება მასობრივი არეულობისთვის და აპირებს ფიჭური კომუნიკაციებისა და მობილური ინტერნეტის გასათიშად. თუმცა დიდი ალბათობით, საქართველოს სპეცსამსახურები გაფრთხილებულნი არიან ამ შეხვედრებისა და მათი გეგმების შესახებ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი