მამუკა მდინარაძე: ერთი ტური აქვს პროპორციულ არჩევნებს, მეგობრებო. უნდა მობრძანდეთ ყველანი ამ ერთ ტურში, მეორე ტური აღარ იქნება. რასაც ვაკეთებდით ხოლმე ჩვენ მეორე ტურში, უნდა ვქნათ ახლა, ორ დღეში - 26 ოქტომბერს. ქუდზე კაცი!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 23 ოქტომბერი 2024, 23:44

ერთი ტური აქვს პროპორციულ არჩევნებს, მეგობრებო. უნდა მობრძანდეთ ყველანი ამ ერთ ტურში, მეორე ტური აღარ იქნება. რასაც ვაკეთებდით ხოლმე ჩვენ მეორე ტურში, უნდა ვქნათ ახლა, ორ დღეში - 26 ოქტომბერს. ქუდზე კაცი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„აღმოვაჩინე, რომ ორი რაღაც არ იცის ბევრმა ჯერ კიდევ - ორნაირი საკონსტიტუციო უმრავლესობის შესახებ და იმის შესახებ, რომ მეორე ტური არ აქვს პროპორციულ არჩევნებს. ერთმა ისეთმა კაცმა მითხრა ჩემს ოთახში, პარტიაში, რომ გული გამისკდა. მეორე ტური პროპორციულ არჩევნებს არ აქვს. საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ტურში ჩამოანგრიეს ჩვენებმა [„ქართული ოცნების“ მომხრეებმა] ყველაფერი. ეს მეორე ტურიც ახლაა, მესამეც და ყველაფერი ახლაა. ერთი ტური აქვს პროპორციულ არჩევნებს, მეგობრებო. უნდა მობრძანდეთ ყველანი ამ ერთ ტურში, მეორე ტური აღარ იქნება. რასაც ვაკეთებდით ხოლმე ჩვენ მეორე ტურში, უნდა ვქნათ ახლა, ორ დღეში - 26 ოქტომბერს. ქუდზე კაცი!“- აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: წინასაარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, თავისუფალი, სამართლიანი, არჩევნების დღეს რისკები და ადამიანური შეცდომაც კი დაზღვეულია
მამუკა მდინარაძე: ასობით ათასი გულწრფელი ადამიანიდან სამს, ოთხს ნახავენ ხოლმე, ვისაც ან დააბნევენ, ან რაღაცას წამოაცდენინებენ. ისტერიულად დასდევდნენ მთელი დღის განმავლობაში ამ ხალხს
ირაკლი კობახიძე: გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება
ირაკლი კობახიძე: ვაფრთხილებთ საზოგადოებას, ძალიან მყარი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს
ირაკლი კობახიძე: ასეთი არჩევანი დგას - ერთმანეთს უპირისპირდება „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ისინი თავად აცხადებენ საკუთარ თავს ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებად
არქივი