დავით ქართველიშვილი დღეს დაგეგმილ აქციაზე: დღეს ადგილი ექნება კიდევ ერთ მცდელობას, შერჩევითად ყრუ და ბრმა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სეგმენტებს რეალური, და არა ვირტუალური საქართველოს შესახებ მივაწვდინოთ ხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 23 ოქტომბერი 2024, 12:43

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დღეს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ეს არაა საფეხბურთო მატჩის წინასწარი პროგნოზი, სადაც შეიძლება შეცდე - ეს არის „მატჩის“ შედეგში აბსოლუტური და უალტერნატივო თავდაჯერებულობა“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ დღეს დაგეგმილი ღონისძიება არის ხელისუფლების მიერ ოპოზიციის პოსტსაარჩევნო გეგმების დამარცხება.

ანალიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე უამრავი ადამიანის გამოსვლა, რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების პროვოცირებულია, რადგან მათი ყველა ქმედება მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამდა წყალს.

დავით ქართველიშვილი ძირითად ღირებულებებზე საუბრობს, „ქართულ ოცნებას“ სხვა პოლიტიკური ძალებისგან განასხვავებს. მისი თქმით, შეცდომების აღიარების უნარი და სიმტკიცე არის ის, რაც რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია.

„რატომღაც „გულის ფანცქალით“ რომ ველოდებოდე 19 საათსა და 30 წუთს, იმის „მანდრაჟით“ - „მოვედით“ თუ „ვერ მოვედით“ დღეს ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე. ეს არაა საფეხბურთო მატჩის წინასწარი პროგნოზი, სადაც შეიძლება შეცდე - ეს არის „მატჩის“ შედეგში აბსოლუტური და უალტერნატივო თავდაჯერებულობა. ეს არის ხელისუფლების მიერ, თავისი საარჩევნო გეგმებით, ოპოზიციის პოსტსაარჩევნო „გეგმების“ გამანადგურებელი დამარცხება.

დღეს ადგილი ექნება კიდევ ერთ მცდელობას, შერჩევითად ყრუ და ბრმა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სეგმენტებს რეალური და არა ვირტუალური საქართველოს შესახებ მივაწვდინოთ ხმა. დღეს თბილისის ცენტრში გამოსული მოსახლეობის დათვლას ნუ შეეცდებით - ეს იქნება ერთდროულად უამრავი ხალხი, და ამასთანავე იმ რეალური საქართველოს მხოლოდ მცირე ნაწილი. და ეს ყველაფერი ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“-აგენტოკრატებმა შეძლეს, თავის ადგილობრივ მარიონეტებთან ერთად.

ყოველი მათი ნაბიჯი, ქმედება, განცხადება - „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამდა წყალს, არა იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება უნაკლო და იდეალურია, არამედ იმიტომ, რომ ის ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს. ყველა თავის ნაკლოვანებებით, მას გააჩნია ერთი მთავარი, განმასხვავებელი ნიშან - თვისება - მან დიდი, „მომაკვდინებელი ცოდვების“ ჩადენაზე უარი განაცხადა, განსხვავებით იმ ოპონენტებისაგან, რომლებსაც ორი მთავარი რამ, საერთოდ არ გააჩნიათ.

პირველი - დაშვებული შეცდომებისა და დანაშაულების აღიარება და სინანული. ამიტომაც ეზიზღებათ ასე სიტყვა „ბოდიში“. ჯიუტად და აკვიატებულად უარყოფენ საკუთარი რეჟიმის უამრავ დამტკიცებულ დანაშაულს, თავისი დოკუმენტური მტკიცებულებებით თუ მოწმეთა უამრავი არმიით.
და მეორე - მტკიცე და ასევე ჯიუტი მზაობა, იგივე და უარესი გაიმეორონ ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე. სწორედ ამიტომ არ აქვთ ამის თეორიული შანსიც კი და არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ უშეცდომო ეტალონს წარმოადგენს“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ის, რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა, იმის შედეგიც არის, რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს „იმედს“
ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება - ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს
რომან გოცირიძე: საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი გიორგი ქადაგიძე, საჯარო მოხელეებს რომ ემუქრებოდა და „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდა, დღეს გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
არქივი