ლალი მოროშკინა: როდესაც ჩვენ შევედით ციხეებში, 12-13 წლის ბავშვები დაგვხვდნენ, ბევრნი იყვნენ. იქ იყო გაუპატიურების ფაქტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 23 ოქტომბერი 2024, 01:13

პოლიტოლოგმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეში ვიზიტი გაიხსენა, რომლის დროსაც არასრულწლოვანმა პატიმარმა გაუპატიურების შესახებ მოუყვა.

„როდესაც ჩვენ შევედით ციხეებში, იქ იყვნენ ბავშვები. 12-13 წლის ბავშვები დაგვხვდნენ, ბევრნი იყვნენ. ეს არ იყო 2-3 ბავშვი, რომელთა მშობლებმაც ისე გაამწარეს მთავრობა, რომ მათი ბავშვები დაიჭირეს. იქ იყო გაუპატიურების ფაქტები, რაზეც ეს ბავშვები ჰყვებიან. მე მახსოვს, გელა კეტაშვილთან ერთად შევედით და გელას ცუდად გაუხდა გული, როდესაც ბავშვმა გაუპატიურების მომენტის მოყოლა დაიწყო და თვალით გვაჩვენა ბადრაგი. ეს იყო გარდამავალი პერიოდი. მაშინ მონიტორინგის საბჭო გაკეთდა. „ოცნების“ მთავრობა ჯერ არ იყო მოსული, მაგრამ მონიტორინგის საბჭო იყო. ზუსტად ციხის კადრების შემდეგ პერიოდში.

სახლში რომ მოვდიოდი და ჩემს შვილებს ვუყურებდი, ვფიქრობდი: „ღმერთო, მადლობა რომ ეს ჩემს ოჯახში არ ხდება“, მაგრამ ის ბავშვები ჩვენი ოჯახის შვილები არ იყვნენ?

შემდეგ ეს ბავშვები უცხოეთში გავუშვით სამკურნალოდ მშობლებთან ერთად, უბრალოდ არასდროს გავთქვამთ სახელებს და გვარებს. ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა გვქონდა მშობლებთან, რომლებიც, წარმოიდგინეთ, როგორ შოკში იყვნენ.

დღეს როდესაც ამბობ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, გაზულუქებული სააკაშვილი რესტორნიდან რომ გახდა პრეზიდენტი, დღეს საავადმყოფოდან გამოსული და გამწარებული რას იზამს? ცოცხალს არ დატოვებს არავის“, - განაცხადა მოროშკინამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ჩემი თანამებრძოლი უსასტიკესად ნაწამები ჩააგდეს „აბეზიანკაში“, ერთი კვირის განმავლობაში საჭმელი და წყალი არ მიუციათ და ეკითხებოდნენ: „ჩაირთო ეკრანი?“ მეშვიდე დღეს რომ დაეწყო ჰალუცინაციები მერე მიხვდა რაზე იყო საუბარი
ირმა ჭკადუა: ქუჩაში რომ ახალგაზრდა გადიოდა, არ ჰქონდა გარანტია, რომ შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, რადგან ადამიანი, რომელიც „ნაცამოძრაობის“ რეჟიმს გააპროტესტებდა, ის ან მოკვდებოდა, ან საპყრობილეში აღმოჩნდებოდა
გელა ნიკოლაიშვილი: პატიმარი სიკვდილის პირას მიიყვანეს იმის გამო, რომ უარი თქვა ყოფილიყო „ნასედკა“. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხე იყო ჯოჯოხეთი, სადაც ყველა დაუმორჩილებელ ადამიანს, ყველა ოპონენტს ემუქრებოდა წასვლა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს
კირილ ბუდანოვი - ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი ხვალ კურსკის ოლქში ჩავა
არქივი