გელა ნიკოლაიშვილი: პატიმარი სიკვდილის პირას მიიყვანეს იმის გამო, რომ უარი თქვა ყოფილიყო „ნასედკა“. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხე იყო ჯოჯოხეთი, სადაც ყველა დაუმორჩილებელ ადამიანს, ყველა ოპონენტს ემუქრებოდა წასვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 23 ოქტომბერი 2024, 00:52

პატიმარი სიკვდილის პირას მიიყვანეს იმის გამო, რომ უარი თქვა ყოფილიყო „ნასედკა“. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხე იყო ჯოჯოხეთი, სადაც ყველა დაუმორჩილებელ ადამიანს, ყველა ოპონენტს ემუქრებოდა წასვლა, - განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რატომ სჭირდებოდათ წინა ხელისუფლებას ციხეებში მსგავსი [2012 წლამდე არსებული] სიტუაცია. პირველი მიზეზი იყო ის, რომ უნდოდათ, შიში დაეთესათ საზოგადოებაში, დაეთრგუნათ. ეს იყო ჯოჯოხეთი, სადაც ყველა დაუმორჩილებელ ადამიანს, ყველა ოპონენტს ემუქრებოდა წასვლა და ხშირად მათ [ხელისუფლების] ინტერესშიც შედიოდა, რომ ეს ხმები გამოსულიყო ციხიდან, რომ ყველას შეშინებოდა. თითქოს დანაშაულს ებრძოდნენ, სინამდვილეში, უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო ქონების წართმევის, დამორჩილების, დათრგუნვის, უფრო ხშირად არჩევნების წინ ხმების მობილიზების მიზანი. რაც მთავარია, პატიმრებს უყურებდნენ როგორც პირუტყვებს. ვითომ ქურდულ სამყაროს ებრძოდნენ. ციხეში ტელევიზორზე საუბარი ზედმეტი იყო. ხანდახან რადიოს მისცემდნენ როგორც ჯილდოს და თუ ჩათვლიდნენ, რომ ხმამაღლა იყო აწეული, ვინც აუწევდა, იმას სჯიდნენ.

ერთი პატიმარი ჰყვებოდა, რომ ჩვენთან შემოიყვანეს პატიმარი, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, ერთ დღესაც გაიყვანეს და რომ შემოიყვანეს, ისეთი ნაცემი იყო, გაგვიკვირდა და ვკითხეთ რა მოხდაო. აღმოჩნდა, რომ უთხრეს, რომ უნდა ყოფილიყო „ნასედკა“ ამბები გაეტანა საკნებიდან, რაზეც უარი უთხრა და ამის გამო სიკვდილის პირას მიიყვანესო“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ჩემი თანამებრძოლი უსასტიკესად ნაწამები ჩააგდეს „აბეზიანკაში“, ერთი კვირის განმავლობაში საჭმელი და წყალი არ მიუციათ და ეკითხებოდნენ: „ჩაირთო ეკრანი?“ მეშვიდე დღეს რომ დაეწყო ჰალუცინაციები მერე მიხვდა რაზე იყო საუბარი
ირმა ჭკადუა: ქუჩაში რომ ახალგაზრდა გადიოდა, არ ჰქონდა გარანტია, რომ შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, რადგან ადამიანი, რომელიც „ნაცამოძრაობის“ რეჟიმს გააპროტესტებდა, ის ან მოკვდებოდა, ან საპყრობილეში აღმოჩნდებოდა
ლალი მოროშკინა: როდესაც ჩვენ შევედით ციხეებში, 12-13 წლის ბავშვები დაგვხვდნენ, ბევრნი იყვნენ. იქ იყო გაუპატიურების ფაქტები
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს
კირილ ბუდანოვი - ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი ხვალ კურსკის ოლქში ჩავა
არქივი